"აი, ასე გამოიყურება ქალი მშობიარობიდან 24 საათში" - ახალბედა დედის ფოტომ ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა

"აი, ასე გამოიყურება ქალი მშობიარობიდან 24 საათში" - ახალბედა დედის ფოტომ ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა

ბავშვის ამქვეყნად მოვლინება ბედის საჩუქარია, საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. მართალია, ასეც არის, თუმცა ეს მძიმე განსაცდელიცაა. მთელი 9 თვე პატარის მუცლით ტარება, სამშობიარო ტკივილები, მშობიარობა... ყოველივე ამის მერე, იხედები სარკეში და ვერ ცნობ საკუთარ თავს. სად გაქრა მოხდენილი სხეული და ვიწრო წელი? გგონია, რომ როგორც კი გააჩენ, მაშინვე მოგცილდება მუცელიც და სტრიებიც, თუმცა სინამდვილეში ეს ასე სწრაფად არ ხდება.

არადა, საზოგადოებრივი აზრი ქალს აიძულებს, სულ იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს იდეალური დედა მოდელის გარეგნობით, სექსუალური საცვლებით, როგორც ჟურნალების გარეკანზეა... ეს კიდევ უფრო თრგუნავს მას და აკომპლექსებს... სწორედ ამიტომ, ახალბედა დედა ერიკა ენდრიუსმა მშობიარობიდან 24 საათში გადაწყვიტა, საწოლიდან გამომძვრალიყო და ყველაზე რეალისტური ფოტო გადაიღო სარკის წინ. ფოტო შემდეგ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ასეთი წარწერით:

"აი, ასე გამოიყურება ქალი მშობიარობიდან 24 საათში. ბავშვს საყვარლად სძინავს სლინგში, ჩემს მკერდთან. მე უფროსების პამპერსი მიკეთია. ისე ვარ, თითქოს მარათონი გამერბინოს და ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს. ბავშვის დაბადების შემდეგ ისე იხსნები, როგორც მიწა მიწისძვრის შემდეგ. ყველაფერი მტკივა... სხვანაირი გავხდი. ემოციურ დონეზე.

სავსე ვარ სიხარულის, მადლიერების, რაღაც საოცარი მელანქოლიისა და ნაღველის განცდებით. 24 საათის წინ ამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე ვაჩუქე... სიცარიელე, რომელიც ჩემს შიგნით დარჩა, მაიძულებს პირისპირ შევეჩეხო რეალობას... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს