14:36 / 26-01-2016
საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა
ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეული ტრანსპორტი ზოგჯერ დიდი კატასტროფებით გვამახსოვრებს თავს. საუბარია ავიაციაზე, კერძოდ სამგზავრო თვითმფრინავებზე. იშვიათია ისეთი შემთხვევები, რომ ათეულობით ათასი მეტრის სიმაღლეზე მყოფი ხომალდი უსაფრთხოდ დაეშვას, მაშინ როცა ტურბულენტურ ზონებში დიდი მაგნიტური შეფერხებებია, ან თუნდაც მეხის საშიშროება და კიდევ უარესი - მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა ავიაციის ისტორიაში - მდინარე ჰუდსონზე მოტივტივე თვითმფრინავი და ამ ამბის დაუჯერებელი ფაქტები.

2009 წელი 15 იანვარი. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ეარბას A320-200, ფრენის ნომრით 1549, ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტიდან დღის 3 საათსა და 27 წუთზე აფრინდა. ხომალდი კომერციულ ფრენას ასრულებდა და 155 მგზავრი ჩრდილო კაროლინას შარლოტა დუგლასის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაჰყავდა. ფრენა ჩვეულებრივად, ხომალდის ტექნიკური ხარვეზების გარეშე დაიწყო.

იხილეთ სიუჟეტი PALITRANEWS-ზე

ასეთი დიდი ზომის ავიალაინერი ფრენის დაწყებამდე დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფრენის უფლების გაცემა. მიუხედავად ტექნიკური გამართულობისა, ჰაერშივე არსებობს უამრავი საფრთხეები. ერთ-ერთი მათგანია ფრინველების გუნდი, ან თუნდაც მცირე ზომის ჩიტი. ავიატორების თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ფრინველებს სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ ხომალდისთვის - საქარე მინის დაზიანება-გატეხვა, რაც არღვევს ჰერმენტულობას. ხშირია შემთხვევა, როცა პატარა ფრინველის ძრავის პროპელერში მოხვედრის გამო აფეთქება ხდება.

აფრენიდან სამი წუთის შემდეგ პილოტებმა ჩიტების გუნდი შენიშნეს - მათ წინ ბატების გუნდი მიფრინავდა. კაპიტანმა სალენბერგმა ცენტრს შეატყობინა, რომ ხიფათის წინაშე იდგა და ავია მეთვალყურეებს დახმარება სთხოვა. დრო იმდენად მცირე იყო, ცენტრმა პილოტებისთვის პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო. კაპიტანი თავის კოლეგასთან ერთად შეეცადა საფრენი მარშრუტი შეეცვალა და საფრთხე თავიდან აერიდებინა, თუმცა სალენბერგმა და პირველმა ოფიცერმა სკაილსმა, ბატების გუნდს ხომალდი ვერ აარიდეს. გადამფრენი ფრინველების ნაწილი ავიალაინერის ძრავის პროპელერებში აღმოჩნდნენ. დიდი ზომის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფრინველის სისტემაში მოხვედრამ აფეთქება და ხომალდის ორივე ძრავის ავტომატური გათიშვა გამოიწვია. მწყობრიდან გამოსულმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება დაიწყო.

ძრავებგათიშული ხომალდის უახლოეს აეროპორტამდე მიყვანა შეუძლებელი იყო. კაპიტანმა სალენბერგმა და ოფიცერმა ჯეფრი სკაილსმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ხომალდი მდინარე ჰუდსონზე დაესვათ. ჩრდილოეთის მიმართულებიდან, ავიალაინერი მათ სამხრეთის მიმართულებით მოაბრუნეს. გეზი მანჰეტენისკენ აიღეს. როგორც გაირკვა, კომპიუტერმა ჯი პი ეს-ით მდინარის კალაპოტის ფართო ყელი, სწორედ მანჰეტენთან სიახლოვეს დააფიქსირა. ძრავის გათიშვიდან, დაშვების დაწყებამდე სულ სამი წუთი გავიდა, 15 საათსა და 30 წუთზე ხომალდი მდინარე ჰუდზონის კალაპოტის თავზე აღმოჩნდა. მიუხედავად რთული და უპროგნოზო სიტუაციისა, პილოტებმა ხომალდი მდინარის ზედაპირზე დასვეს. პარალელურად ხმოვანი სიგნალი გადასცეს სასწრაფო ევაკუაციისთვის, რადგან დიდი ალბათობით თვითმფრინავი მდინარის ფსკერზე მცირე დროში აღმოჩნდებოდა.

მოხდა დღემდე სასწაულად და დაუჯერებლად მიჩნეული ფაქტი - თვითმფრინავში წყალი არ შევიდა. ხომალდმა მდინარის ზედაპირზე ტივტივი დაიწყო. მალევე ეკიპაჟის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბორტზე არსებული მგზავრები გარეთ გაეყვანათ და თვითმფრინავის ფრთებზე განლაგებულიყვნენ. ასეც მოხდა. ეკიპაჟმა ჰერმენტულად დაცული ორივე მიმართულების კარები გახსნეს და მგზავრები გადაუშვეს. კარების გახსნის შემდეგაც ხომალდში მხოლოდ მცირე რაოდენობით შევიდა წყალი. თვითევაკუაციიდან რამდენიმე წუთში ხომალდთან სამაშველო გემები და ნავები გამოჩნდნენ და სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრები ეკიპაჟის წევრებთან ერთად უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ერთი შეხედვით უმძიმესი ავიაშემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
15:36 / 20-03-2016
ასეთი ამბავი კახეთშიც მოხდა . მაშინ თვითმფრინავი მდინარე ალაზანზე დასვეს
lo
18:55 / 21-02-2016
ეხლა ჩვენი ჩვენიც აჩვენეთ. სულ უცხოური ყველაფერი რავა ვარგა. რაღაცა ჩვენიც ხომ ვარგა თუ აღარაფერი ვარგა. დავიჯერო სუ წახდა ქვეყანა.
Emigranti
მსგავსი სიახლეები
ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა
გარდაცვლილ ფეხბურთელებს ქალაქ შაპეკოს სტადიონზე დაასვენებენ
VIDEO+PHOTO ინტერნეტში გავრცელდა თვითმფრინავის მგზავრებისა და პილოტების უკანასკნელი ინტერვიუები
+PHOTO 31 წლის ფეხბურთელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ცოცხალი იპოვეს
PHOTO+VIDEO 27 წლის ალან რუშელი "ტვიტერსა" და "სნეპჩეტში" ავრცელებდა ფოტოებსა და ვიდეოებს
კოლუმბიის აეროპორტების ოპერატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ, 6 ადამიანი გადარჩა
ეს პირველი ბავშვია, რომელიც ავიაკომპანია Cabu Pasicific-ის ბორტზე დაიბადა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:02 / 23-03-2017  Image "არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით 169-ე ბაღში კურიოზული ფაქტი მოხდა
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
20:53 / 22-03-2017  Image "იყიდება საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა არაფერი იცის" - წაიკითხეთ აუცილებლად, თუ ქათმის ხორცს ხშირად ყიდულობთ
"ზრდის ჰორმონი ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია"
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 19:23:05
ვერძიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49