ყველაზე სექსუალურმა ექიმმა საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა

ყველაზე სექსუალურმა ექიმმა საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა

ნიუ ჯერსელი მიხაილ ვარშავსკი, რომელიც ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარა, საქველმოქმედო აუქციონში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების პარტნიორი ამერიკული გაცნობის პორტალი Coffee Meets Bagel-ია. გამარჯვებული, რომელსაც თებერვალში გამოავლენენ შემთხვევითი ციფრების გენერატორით, მოიგებს ექიმთან რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობას.

აუქციონის დროს შეგროვილი ფული საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა, რომელიც სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს უწევს ფინანსურ დახმარებას. ღონისძიების ორგანიზატორი ექიმი ვარშავსკია.

კონკურსის წესების თანახმად, ყოველ 10-დოლარიან შემოწირულობაზე გათამაშების მონაწილეთა სიაში 100 ადამიანი ჩაეწერება. აუქციონი 27 იანვარს დასრულდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს