”ლეგომ” პირველი შშმ ფიგურა შექმნა

”ლეგომ” პირველი შშმ ფიგურა შექმნა

ნიუმბერგის და ლონდონის სათამაშოების მაღაზიებში მსოფლიოში პირველი ეტლში მჯდარი ”ლეგოს” ფიგურა იყიდება. კომპანია ”ლეგოს” ხშირად ადანაშაულებდნენ ერთფეროვნებაში. შარშან შეიქმნა სპეციალური პეტიცია, რომელიც მოითხოვდა, რომ ”ლეგოს” "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფიგურები" გამოეშვა.

დეკემბერში პეტიციის ავტორმა რებეკა ატკინსონმა განაცხადა: ”ბრენდი აგრძელებს 150 მილიონი შშმ ბავშვის დისკრედიტაციას, როდესაც საკუთარ პროდუქციაში მათ ცხოვრებას არ ასახავს. საჭიროა კულტურული შეხედულებების შეცვლა. ისეთმა ბრენდებმა, როგორიც ”ლეგოა”, თავიანთი ძალაუფლება უნდა გამოიყენონ პოზიტიური ცვლილებებისთვის”.

როგორც ჩანს, პეტიციამ გაჭრა და მსოფლიოში პირველად, ბავშვებს შშმ ”ლეგოს” ფიგურით თამაში შეეძლებათ.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს