19:40 / 24-08-2016
სიკვდილმისჯილი ირანელი ქალის უკანასკნელი გზავნილი დედას: "იმ საბედისწერო ღამეს მე უნდა მოვეკალი..."
2014 წლის 25 ოქტომბერს ირანში 26 წლის რეიჰანე ჯაბარი ჩამოახრჩვეს. ახალგაზრდა ქალს ჩინოვნიკისა და ექიმის - მორტეზა აბდოლალის მკვლელობა ედებოდა ბრალად. შემთხვევა 2007 წელს მოხდა. 19 წლის რეიჰანე ირწმუნებოდა, რომ მამაკაცი თავდაცვის მიზნით მოკლა, რადგან მან მისი გაუპატიურება სცადა. ირანის სასამართლომ ბრალდებულის ჩვენებები არ გაითვალისწინა და 2009 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა რეიჰანე ჯაბარის. წლების მანძილზე განაჩენის აღსრულების საქმეს უმაღლესი სასამართლო განიხილავდა. მიუხედავად საერთაშორისო წნეხისა, Amnesty International-ის მცდელობისა და იმ ფართომასშტაბიანი კამპანიისა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აწარმოებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები რეიჰანეს გადასარჩენად, ირანმა სასიკვდილო განაჩენი 6 წლის შემდეგ მაინც აღასრულა...

ჩამოხრჩობამდე რეიჰანემ უკანაკნელი ხმოვანი გზავნილი ჩაწერა დედისთვის. სიკვდილმისჯილი ქალის მშვიდი ხმით ჩაწერილი სულისშემძვრელი სიტყვები ასე ჟღერს:

"იმ საბედისწერო ღამეს მე უნდა მოვეკალი... ჩემს სხეულს სადმე ქალაქის კუთხეში მიაგდებდნენ, პოლიცია ჩემი გვამის ამოსაცნობად მიგიყვანდა და იმასაც გაიგებდი, რომ გამაუპატიურეს. მკვლელს ვერასოდეს დაიჭერდნენ, რადგან ჩვენ ფული და ძალაუფლება არ გაგვაჩნია. შემდეგ ცხოვრებას ტანჯვაში და სირცხვილში გააგრძელებდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ტანჯვისგან მოკვდებოდი, სულ ეს იქნებოდა...

თუმცა ასე არ მომხდარა. ჩემი სხეული კუთხეში არ მიუგდიათ, ციხეში მიაგდეს. თუმცა, არ ვწუწუნებ. შენც იცი, რომ სიკვდილი სიცოცხლის დასასრული არ არის. როგორი ოპტიმისტი უნდა იყო, რომ მოსამართლეებისგან სამართლიანობას მოელოდე. მას არასოდეს დაუყენებია კითხვის ქვეშ, რომ ჩემი ხელები მოკრივესავით უხეში არ ყოფილა. ამ ქვეყანას, რომლის სიყვარულიც ჩამინერგე, არასოდეს ვუნდოდი მე და არავინ დამიჭირა მხარი.

ჩემო კეთილო დედა, ძვირფასო შოლე, ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ! გთხოვ, არ მინდა, რომ მიწაში დავლპე. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს. გემუდარები, როდესაც ჩამომახრჩობენ, ჩემი გული, ღვიძლი, თვალები, თირკმელი და ყველაფერი, რისი ტრანსპლანტაციაც შესაძლებელია, იმ ადამიანებს გადაეცი ვისაც სჭირდებათ, უსასყიდლოდ. არ მინდა მათ ჩემი სახელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
იცოდნენ, ყვავილები იყიდონ ან ჩემთვის ილოცონ. გულით გეუბნები, რომ არ მინდა საფლავი, რომელზეც მოხვალ, იტირებ და დაიტანჯები. არ მინდა ჩემს გამო შავები ჩაიცვა. ეცადე დაივიწყო ჩემი მძიმე დღეები. ქარს გაატანე ჩემი თავი. სამყაროს არ ვუყვარვართ. ახლა კი ვნებდები ბედს და სიკვდილს ვეხუტები. მე აუცილებლად გამამართლებენ, მაგრამ ამას ალბათ, ვერ მოვესწრები."

მომზადებულია jezebel.com-ს მიხედვით
10:00 / 26-08-2016
რა სამწუხაროა,რომ ის შინაგანი ცეცხლი და სიცოცხლის სიყვარული რაც ამ გოგონაში გიზგიზებდა,ასე ჩაიფერფლა
უცრემლოდ ვერ ვკითხულობ ამ ისტორიას...
tamari
09:52 / 26-08-2016
რა სამწუხაროა,რომ ის შინაგანი ცეცხლი და სიცოცხლის სიყვარული რაც ამ გოგონაში გიზგიზებდა,ასე ჩაიფერფლა
უცრემლოდ ვერ ვკითხულობ ამ ისტორიას...
tamari
მსგავსი სიახლეები
ჯარისკაცი "მშობლების" ფონზე გადაღებულ სურათზე, სინამდვილეში...
დასავლეთში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ თურქეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას
პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით 4 ადამიანი დასაჯა
მეჩეთი ყაჯართა ეპოქის დროს აშენდა და დღემდე მოქმედია
სერიული მკვლელებისთვის ნამდვილი ''სამოთხე'' უფრო მეტად დასავლურ ქვეყნებში იყო
+VIDEO| საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, ირანიდან კი გაზი აღარ შემოვა
ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ
VIDEO+PHOTO დღეს ირანის დედოფლის, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალის შესახებ მოგითხრობთ
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:40 / 06-12-2016  Image სააკაშვილი: "თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ"
სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49