მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია

მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია

მარკეტინგის ძირითადი პრინციპია: კმაყოფილ კლიენტს მოჰყავს კიდევ ორი, უკმაყოფილოს - ათამდე კლიენტი... და თუ კლიენტები ცნობისმოყვარეები არიან? - სწორედ ამაზე ითამაშა შოუმენმა და მილიონერმა ფინეას ტეილორ ბარნუმმა.

ერთხელ მილიონერ ბარნუმთან მათხოვარი მივიდა და ფული სთხოვა. ბარნუმმა მას სამუშაო შესთავაზა დოლარნახევრიანი ანაზღაურებით დღეში, მისცა 5 აგური და უცნაური ინსტრუქცია: ერთი აგური ტროტუარზე დაედო, ენ-სთრითისა და ბროდვეის გადაკვეთაზე, მეორე - ბარნუმის მუზეუმთან, მესამე - მუზეუმიდან დიაგონალზე, ბროდვეისა და ვისი-სთრითის კუთხეში, ესტერ-ჰაუსთან ახლოს, მეოთხე - წმინდა პავლეს ეკლესიის წინ, მეხუთე კი ხელში დაეჭირა და ერთი აგურიდან მეორემდე უნდა ევლო - დაედო ერთი, აეღო მეორე. ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა პავლეს ეკლესიის გუმბათზე საათი დარეკავდა, მუზეუმში უნდა მისულიყო, წარედგინა ბილეთი და ყველა დარბაზი შემოევლო. ამის შემდეგ, მოქმედება თავიდან უნდა დაეწყო.

როგორც კი მათხოვარმა შემოვლა დაიწყო, 500-მდე ადამიანმა თვალთვალი დაუწყო. ყველას აინტერესებდა, რას ნიშნავდა მისი უცნაური ქმედება. "რას აკეთებს? აგურები საიდან აქვს? რატომ დარბის წრეზე?" - გაისმოდა კითხვები ყველა მხრიდან. მამაკაცი კი პასუხს არავის სცემდა და ჩუმად განაგრძობდა თავის საქმეს. პირველი საათის დასასრულს ტროტუარები ცნობისმოყვარე ადამიანებით შეივსო. მამაკაცი კი მუზეუმისკენ გაემართა, სადაც საათის მეოთხედი მოანდომა ყველა დარბაზის შემოვლას და კვლავ თავის აგურებს დაუბრუნდა. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი მუზეუმში შედიოდა, უამრავი ადამიანი ყიდულობდა ბილეთს და დაჰყვებოდა იმ იმედით, რომ ქმედების საიდუმლოს გამოიცნობდა. დღითიდღე ცნობისმოყვარეთა რიცხვი იზრდებოდა, სანამ საქმეში პოლიცია არ ჩაერთო ხალხის დიდი ნაკადის გამო. "მეაგურეს" საქმიანობა აუკრძალეს, მაგრამ მან მუზეუმს შესანიშნავი რეკლამა გაუწია. სწორედ ამ ისტორიის შემდეგ, ბარნუმის რწმუნებით, ბროდვეი ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩად იქცა.

დღეს ბროდვეი მსოფლიოში სახელგანთქმულია როგორც ამერიკული თეატრალური და შოუ-ინდუსტრიის ცენტრი. ბროდვეის თეატრალური რაიონი თაიმს სქვერთან მდებარეობს, მეშვიდე ავენიუს, მიდთაუნისა და მანჰეტენის გადაკვეთაზე. ბროდვეის ამ მონაკვეთში ურიცხვი თეატრი და დარბაზია განლაგებული, სადაც მსოფლიოში ცნობილ შოუებსა და მიუზიკლებს დგამენ. თუმცა, 1960-1970 წლებში ეს უბანი ცნობილი იყო როგორც ნიუ-იორკული წითელი ფარნების კვარტალი, უამრავი სტრიპტიზ-ბარით, საროსკიპოებითა და სექს-შოპებით.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს