09:50 / 03-02-2016
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში
მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა დუბაის ცენტრში მდებარე 163-სართულიანი, 828 მეტრი სიმაღლის "ბურჯ ხალიფაა", რომელიც 2010 წელს გაიხსნა. ჯერჯერობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რეკორდი ვერავინ მოხსნა, თუმცა ტექნიკურ პროგრესს ვერაფერი აფერხებს და ალბათ მალე უფრო მაღალი შენობის ხილვასაც შევძლებთ.

თბილისში ამჟამად სამშენებლო ბუმია და ახალი ცათამბჯენები ერთმანეთს ემატება. მაშ ასე, რომელი შენობაა ამჟამად თბილისში ყველაზე მაღალი?

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო

"აქსის თაუერსის" ტყუპი ცათამბჯენი ვაკეში შენდება, ჭავჭავაძის გამზირზე, გლაკტიონის ძეგლის მიმდებარედ. თითოეული ცათამბჯენი 41-სართულიანია, რომელთაგან ერთი მინის იქნება, მეორე - ქვის. ცათამბჯენების სიმაღლე 147 მეტრია. შუშის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ხოლო ქვის კოშკში - თანამედროვე საცხოვრებელი ბინები.

სასტუმრო "მილენიუმი" თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შენდება. შენობა 39-სართულიანია. მთლიანად მინის იქნება და მისი სიმაღლე, სავარაუდოდ, "აქსის თაუერსს" რამდენიმე მეტრით ჩამორჩება. "მილენიუმს" არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით, თურქული კომპანია აშენებს.

40-სართულიანი "თბილისი რეზიდ თაუერსი" ცირკის მიმდებარედ შენდება და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. პროექტის ავტორთა თქმით, ის თბილისის ყველაზე მაღალი შენობა უნდა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, შენობის სიმაღლე, რომელიც 125 მეტრს შეადგენს, "მილენიუმსა" და
You must have Flash Player installed in order to see this player.
"აქსის თაუერსს" ჩამორჩება. "რეზიდ თაუერსი" შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და ეს ამ კომპლექსს გრანდიოზულობას მატებს.

სასტუმრო "რედისონი" 25-სართულიანია და თბილისის ცენტრში მდებარეობს. "რედისონი" განახლებული სასტუმრო "ივერიაა". ყველაზე ზემოთ საცურაო აუზი და სპა-ცენტრია განლაგებული, საიდანაც თბილისის შთამბეჭდავი ხედები იშლება.

21-სართულიანია სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", რომელიც საბჭოთა პერიოდში სასტუმრო "აჭარა" გახლდათ.

TOP რეიტინგი
21:16 / 03-02-2016
საერთოდ ვინ-ვის კითხავს, სად რა აშენდება :)))))))

აუ აუა უა, ღრღრრრრრრ

ძველი თბილისი მალე ახალ თბილისად გადაკეთდება,
როგორ ცნობილ სიმღერაში,
შავი ძღვა თეთრად მოგეჩვენებაააა,

და კიდევ
სიყვარული დაფრინავს , ლალლ ლალა

რამე სასარგებლო, გააკეთედ, განვითარდით ხალხოოო,

ყველაფერიც გაკეთდება, მაგრამ თქვენ არაფერი გეშველებად.:))))))))
#63
21:03 / 03-02-2016
რუსთაველი, ჭავჭავაძე, ცირკის მიმდებარე ტერიტორია

სამივე ადგილას სასწაული საცობებია და წარმომიდგენია მერე რა იქნება ასეთი ბიზნეს-ცენტრები რომ დაემატება, თან ამხელები
davit
მსგავსი სიახლეები
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49