შრიფტი
11:10 / 04-02-2016
"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი ზიკა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მისი სახელი უგანდაში მდებარე ზიკას ტყეს უკავშირდება, სადაც დაავადებამ პირველად იფეთქა 1947 წელს. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დაავადება თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის კონტინენტზე ვირუსის გავრცელებამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ბოლომდე "ზიკა" ვირუსით შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. ზიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ იმავე საფრთხის კატეგორიაში შეიყვანა, რომელშიც ებოლაა.

ზიკას გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები. ვირუსს უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან ორსულები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამ ვირუსით დასნებოვნებასა და გიიენ-ბარეს სინდრომს (ხასიათდება მწვავე აუტოიმუნური ანთებითი რეაქციით) შორის კავშირს.

იხილეთ ვიდეო

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში, დალასში ზიკათი ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს, რომელსაც ვირუსი სექსუალური კავშირის შედეგად გადაედო. ინფიცირებულს ჰყავდა პარტნიორი, რომელიც ვენესუელადან დაბრუნდა. ამერიკაში ამოწმებენ მექსიკიდან, კარიბის ზღვიდან, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ადამიანებს, რომლებიც უახლოესი ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ამ ადგილებში.

ბრაზილიაში, რომელსაც ვირუსმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, იძიებენ 3 670 საქმეს ბავშვებში მიკროკეფალიის (თავის ქალის არანორმალური სიპატარავე) თაობაზე, რაც ზიკას ვირუსთანაა დაკავშირებული. წინა კვირას გამოკვლეული 709 შემთხვევიდან 674 დადასტურდა.

თუ ზიკა სქესობრივი გზით ვრცელდება, მაშინ საშიშროება ყველა ქვეყანაში იქმნება და არა მხოლოდ იქ, სადაც კოღოები ბინადრობენ. ექიმების თქმით, სექსუალური გზით მისი გავრცელების შემთხვევები იშვიათია. თუმცა უცნობია, რამდენად ხშირია რეალურად სექსუალური გზით გადადება, შეიძლება თუ არა სიმპტომების გარეშე მისი გავრცელება, რამდენი ხანი რჩება ვირუსი სპერმაში და როდისაა უსაფრთხო სექსი.

რა უნდა ქნან მამაკაცებმა, როდესაც იმ ქვეყნებში მოხვდებიან, სადაც დაავადება ფართოდაა გავრცელებული? შეუძლიათ
ქალებს სექსით ვირუსის გავრცელება? - ეს კითხვები მეცნიერებს აწუხებთ, თუმცა საჭიროდ არ თვლიან ისეთი პანიკის ატეხვას, როგორიც აივ ინფექციებს მოჰყვა თავის დროზე, რადგან "ზიკა" ხანმოკლე ინფექციაა და საგრძნობ საფრთხეს მხოლოდ ფეხმძიმობისას წარმოადგენს.

"ზიკა" ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები თითქმის არაფრით განსხვავდება გრიპის სიმპტომებისგან: ციება, ტკივილი სახსრებში, კუნთებისა და თავის ტკივილი, გამონაყარი და თვალების სიწითლე (კონიუქტივიტი). ვირუსის სიმპტომები რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. ვირუსი დაინფიცირებული ადამიანის სისხლში რამდენიმე დღე რჩება. სიკვდილიანობა იშვიათად ფიქსირდება.

რაც შეეხება მკურნალობას: ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა ან მედიკამენტი ზიკას ვირუსის პრევენციისთვის. სიმპტომების მკურნალობისთვის მედიკოსები დაავადებულს ურჩევენ მიიღოს ბევრი სითხე, რათა დეჰიდრატაცია აიცილოს თავიდან, არ გადაიტვირთოს, ტკივილისა და ციების საწინააღმდეგოდ მიიღოს აცეტამინოფენის შემადგენლობის მედიკამენტები, აკრძალულია ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, მაგალითად, იბუპროფენის.

მომზადებულია bbc.com-ის და cdc.gov-ის მიხედვით
12:50 / 13-02-2016
ქართველი-s
0
მგონი სხვაგან მოხვდი :))))))))))
18:47 / 05-02-2016
ქართველი
0
სერიალი ხომ უმაგრესია, მსახიობები და მთლიანი კოლექტივი- შესანიშნავი. დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვისროთ.მეამაყებით! გესლიანი სიტყვა პატარა კაცუნების საგზალია,მეტი არაფერი შეუძლიათ და რა ქნან
მსგავსი სიახლეები
ინკუბაციურ პერიოდს 15-30 დღის განმავლობაში გადის, მერე კი უცბად ვლინდება მწვავე კლინიკური სურათი
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით მომაკვდინებელი სენისგან განიკურნენ...
გარეთ და შიგნით სხვაობა 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი
მეღვინეები ერთმანეთისგან განასხვავებენ ღვინის ზადსა და დაავადებას
ჩაწითლებული თვალები, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა
"ქარ­თ­ვე­ლი და­ბა­დე­ბი­დან, აკ­ვ­ნის მსგავ­სად, უნა­გირს იყო შეზ­რ­დი­ლი"
დაადგინოთ განიცდით თუ არა იოდის დეფიციტს.
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიირთმევს გაყინულ საკვებ პროდუქტებს
ერთი ჩაის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთ ჭიქა წყალს
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:01 / 19-09-2017  Image გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმის ცხედრები იპოვნეს
და-ძმის გარდაცვალიების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს
17:21 / 19-09-2017  Image "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა
"ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვსო"
21:09 / 19-09-2017  Image რომელია სახის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი - რა შედეგი აჩვენა ექსპერიმენტმა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა
11:01 / 18-09-2017  Image 10 რამ, რაც KFC-ის შესახებ უნდა იცოდეთ
კენტუკის შემწვარი ქათმის შესახებ თუ გსმენიათ რამე?
14:42 / 19-09-2017  Image "ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით" - ქართველი დედის და ტყუპების სამოსმა ბაღის პირველ დღეს ყველას ყურადღება მიიქცია
"11 წელი არ გვყავდა შვილი და სასწაულით მოევლინა ეს ტყუპი..."
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49