შრიფტი
12:55 / 06-02-2016
რაჭიდან ნიუ-იორკში - პირველი ქართველი მილიონერის საოცარი თავგადასავალი
ამერიკა რომ ცათამბჯენების ქვეყანაა, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის - ე.წ. ზემდგრადი მინა-ბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა გამოგონებებისა, გრიგოლ კობახიძეს სხვა რამეებიც ეხერხებოდა: პირველად საყოველთაო აღიარება მან
- არც მეტი, არც ნაკლები - მიუნხენში ცირკის არენაზე მოიპოვა. მაშინ კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და არათუ სხვებს, არამედ თავადაც ვერ წარმოედგინა, რომ გავიდოდა წლები და სულ სხვა სფე­როში მოიხვეჭდა სახელს. სხვათა შორის, შემდგომში თავადვე აღნიშნავდა, რომ ქიმიურ მრეწველობაში დამკვიდრება სწორედ ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების წყალობით შეძლო - ჯორჯ კობი ძალიან ბევრს მუშაობდა და ხშირად, ლაბორატორიაში ღამესაც კი ათენებდა.

ყველაფერი კი ისე დაიწყო, რო­გორც სათავგადასავლო წიგნებშია ხოლმე - რაჭის სოფელ თხმორ­ში, გლეხის - დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულ ბიჭს გულმა სახლიდან შორს, თავგადასავლების საძიებლად გაუწია. ჰოდა, დაკრა ფეხი და გამოიქცა. მაშინ გიგა 10 წლის იყო. თავის უფროს ძმას შენატროდა, ბორჯომში, ვიწროლიანდაგიან რკი­ნიგზაზე რომ მუშაობდა და თავადაც ორთქლმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. მშობლიური სოფლიდან ბორჯომისკენ ფეხით გამოემართა. მგზავრობის დროსაც უამრავი რამ გადახდა თავს - ოკრიბისკენ მიმავალს, აბრაგები შემოეყარნენ. მათმა მეთაურმა ბიჭუნას ოცნებების შესახებ რომ შეიტყო, ერთი გადაიხარხარა, მერე ჯიბიდან 10 ოქროს მანეთიანი ამოიღო და მუჭში ჩაუჩხრიალა: - წადი, ბიძია, კაცი გამოდი და მერე კი შენ იცი, მეც გამიხსენეო.

აბრაგის ნაჩუქარი ფულით ქუთაისამდე ჩააღწია, მაგრამ იქ ერთ გულღრძო მედუქნეს შეშურდა მისი: პატარა გიგა მისსავე თანატოლებს ქუჩაში აცემინა და ოქროს მანეთიანებს თავად დაეპატრონა. თანატოლებისგან გაძარცული და გამეტებული რაჭველი ბიჭი ქუჩაში მეპურეებმა იპოვეს და შეიფარეს. "რაჭველის საქმე პურის ცხობაა. ღვთის მადლით, ხელობას ქვე გასწავლით, დარჩი აქანა და იმუშავე!" - უთხრა ერთ-ერთმა. მაგრამ გიგას ეს საქმე არ იზიდავდა. გულკეთილ მეპურეებთან მხოლოდ ორი ღამე გაათია, მერე კი ბორჯომისკენ განაგრძო გზა. შეუპოვრობის წყალობით, ყველა დაბრკოლება გადალახა და უფროს ძმას - ლეონტისაც მიაგნო. ის კინაღამ გადაირია და მოულოდნელად გამოცხადებულ გიგას შინ დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სანამ მემანქანეობას არ ვისწავლი, ბორჯომიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. რაღა უნდა ექნა ლეონტის - ოჯახში წერილი აფრინა, გიგა ჩემთან არისო და უმცროსი ძმა ერთ რუს მემანქანეს მიაბარა განაგრძეთ კითხვა
19:16 / 20-06-2017
txmoreli
0
კარგი იქნებოდა თხმორისთვის მიეხედა<br />
გამოეხმაურე / 0 /
14:36 / 07-07-2016
demna galogrev
0
რამ გაგამწარა? ეხლა არც ბოლშევიკები არიან და არც წასვლას უშლიან ვინმეს.წამსვლელი წავა დამრჩენი დარჩება, წასული დაბრუნდება ან არ დაბრუნდება და ეს ზიზღი და სიძულვილი საიდან?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ნიუ-იორკში შვილთან ერთად სეირნობისას დიზაინერმა წითელი სამოსი შეარჩია
არსებული ინფორმაციით, მხატვრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა
+VIDEO| ბათუმში, რაჭის კურორტებზე, მესტიაში, ბახმაროსა და შატილში გასამგზავრებლად დაგჭირდებათ
საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა - რომელ რეგიონში იყო ეპიცენტრი
"ვინც ნახა, ყველა ადასტურებს, რომ ეს არის უნიკალური ფორმების და სრულიად იშვიათი მღვიმე"
+VIDEO ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს - ვინ არიან ე.წ კანონიერი ქურდები, რომლებსაც რეკეტში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49