ჯერ კიდევ როდის იცოდნენ საქართველოში ე.წ "challenge" - უნიკალური საარქივო წერილი

ჯერ კიდევ როდის იცოდნენ საქართველოში ე.წ "challenge" - უნიკალური საარქივო წერილი

ისტორიკოსი და პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში საინტერესო საარქივო წერილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, 1928 წლითაა დათარიღებული და ფარნაოზ იოსების ძე იმედაშვილს ეკუთვნის. "გამოწვევა - challenge უძველესი ქართული ტრადიციაა" - წერს ბაქრაძე და დასძენს, რომ წერილი ლიტერატურის მუზეუმის არქივის ახალი შენაძენია.

წერილის შინაარსი ასეთია: "მედეია ყანჩელის გამოწვევით, ქუთაისში ხანძრისგან დაზარალებულ ბავშვთა სასარგებლოდ შემომაქვს ერთი მანეთი და ვიწვევ შემდეგ ამხანაგებს: ვატო ჯორჯიკიას, ირაკლი ხაბურზანიას, ფარნაოზ მჭედლიშვილს, აჩიკო ლომთათიძეს, შალიკო სალარიძეს და თინა ყაუხჩიშვილს - ფარნაოზ იოსების ძე იმედაშვილი, 9 წლ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს