შენობა, რომელშიც ბინის დაქირავება 60 000 დოლარი ღირს

შენობა, რომელშიც ბინის დაქირავება 60 000 დოლარი ღირს

დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ შენობაში ბინების გაყიდვა და გაქირავება დაიწყო. 96-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნიუ-იორკში 432 პარკ-ავენიუზე მდებარეობს. პირველი ბინა 425 მეტრი სიმაღლის შენობაში გასულ თვეს გაქირავდა. საცხოვრებელი ფართის დაქირავება აღნიშნულ შენობაში რეკორულად მაღალ ფასად - თვეში 60 000 დოლარადაა შესაძლებელი.

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის სამხრეთით მდებარე უზარმაზარი შენობა არქიტექტორ რაფაელ ვინიოლის პროექტით აშენდა. მას საოცარი ხედები აქვს. შენობაში განთავსებულია რესტორნები, ბაღები, დახურული აუზები, ბილიარდის ოთახი და სხვა ინფრასტრუქტურა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს