კარტოფილის ფოტო 750 000 ფუნტად გაიყიდა

კარტოფილის ფოტო 750 000 ფუნტად გაიყიდა

რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის შემდეგ ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ის, რომ ნახშირწყლებში გიგანტური თანხა გადაიხადო, ძირითადად არ ხდება ხოლმე. თუმცა, ერთი ბიზნესმენი სწორედ ასე მოიქცა.

ნასვამმა ბიზნესმენმა ირლანდიული კარტოფილის ფოტო 750 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. "პირველად არ ხდება, როდესაც ვიღაც სურათს პირდაპირ კედლიდან ყიდულობს", - განაცხადა ფოტოგრაფმა კევინ ებოშმა. "რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ და ასე თქვა, ძალიან მომწონს ეს ფოტოო. კიდევ ორი ჭიქის შემდეგ დასძინა, ძალიან მინდა ამის შეძენაო. თანხაზე ორი კვირის შემდეგ შევთანხმდით", - ყვება ებოში.

ორგანული ირლანდიული კარტოფილის ფოტო ებოშმა 2010 წელს გადაიღო. ის ცნობილია ფოტოსესიებით, რომელიც სტივენ სპილბერგთან და ჯონი დეპთან აქვს გამართული. მისი ფოტოების საშუალო ფასი 200 000 ფუნტია. ბიზნესმენს კარტოფილის სურათი ორგანული ბოსტნეულის კალათთან ერთად გაუგზავნა. მისივე განცხადებით, ის ხვდება, თუ რამდენად "აბსურდულ" ფასად შეიძლება ეჩვენოთ მისი ფოტოების ღირებულება ადამიანებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს