მზად უნდა ვიყოთ "ფოკუსებისთვის" - მაიმუნის წელი, მსოფლიოში რეალურად დღეს შემოდის

მზად უნდა ვიყოთ "ფოკუსებისთვის" - მაიმუნის წელი, მსოფლიოში რეალურად დღეს შემოდის

მართალია ახალი წელი კარგა ხანია, ვიზეიმეთ, მაიმუნის წლისთვის "საყვარელი" სადღესასწაულო სუფრებიც უხვად გაიშალა, სავაჭრო ქსელში ამ ცხოველის სტატუეტებიც საკმარისად გაიყიდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაიმუნის წელი, მსოფლიოში რეალურად დღეს შემოდის. ის პომპეზურობა, რაც საახალწლოდ მოეწყო, დღევანდელ დღეს არ აწყენდა, მაგრამ არა უშავს, ამისთვის ფინანსური თუ ემოციური რესურსი უკვე ამოწურულია. მოკლედ, გილოცავთ წინსრებით აღინიშნული ცეცხლოვანი მაიმუნის წლის დადგომას.

რამდენიმე კითხვით ასტროლოგ სოფო ბზეკალავას მივმართეთ.

- ჩინური კალენდრის მიხედვით, რას უქადის მაიმუნის წელი მსოფლიოს და კონკრეტულად, საქართველოს?

- მაიმუნი არაპროგნოზირებადი, ძალიან კრეატიული ნატურაა, უყვარს სკანდალები და მოულოდნელობა. ბუნებით არცთუ ღრმა და ზედაპირულია, ამიტომ წლის მანძილზე როგორც გლობალური ისე ლოკალური პოლიტიკის კუთხით იქნება მოულოდნელობები, ბევრი შეთანხმება დაირღვევა, მოხდება სიტუაციის მოულოდნელი ესკალაცია, მოსალოდნელია გაურკვევლობები და კონფლიქტებიც. თუმცა მაიმუნის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს არ ექნება თანმიმდევრული და რაც მთავარია, ხანგრძლივი შედეგი. უბრალოდ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ "მაიმუნის ფოკუსებისთვის".

- რას ნიშნავს ცეცხლოვანი მაიმუნი?

- ტიბეტური კალენდრის მიხედვით სხვადასხვა სტიქიის მაიმუნი არსებობს. არის მეტალის, ხის, წყლის, მიწის და ა.შ. წლევანდელი წელი ცეცხლოვანი მაიმუნისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო არაერთგზის გახდება დაძაბული პოლიტიკური მოვლენების შემსწრე. შესაძლოა იყოს სკანდალები, მოულოდელი დაპირისპირებები და სიტუაციის ერთი შეხედვით, სახიფათო ესკალაციაც კი. თუმცა ყველაფერი მოკლევადიანი იქნება.

- ცეხლოვანი მაიმუნი წინა ჯერზე 1956 წელს ყოფილა...

- ეს დამოკიდებულია ზუსტად იმ მონაცვლეობაზე, რომელზეც ვსაუბრობდით. ტიბეტური კალენდრით ხუთი სტიქიის მაიმუნი არსებობს, შესაბამისად, ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა სტიქიის მაიმუნის წელი დგება, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმ ფონურ სიტუაციებს, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოში აქტიური იქნება. ცეცხლოვანი მაიმუნის წელს კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ არ მოვიწყენთ!

- ცეცხლის სტიქიასთან აქვს ამას რაიმე კავშირი? და ზოგადად რას მოასწავებს?

- ზოგჯერ ცეცხლის სტიქია აქ არის დაძაბულობის, მოკლევადიანი კონფლიქტების (მათ შორის შეიარაღებულის) მომასწავებელი. თუმცა კიდევ გავიმეორებ და ვიტყვი, ეს მაიმუნია და შესაბამისად, მას არასოდეს აქვს მოთმინება ხანგძლივი აგრესიისთვის.

- რა ზოგადი რეკომენდაციების გექნებათ?

- მაიმუნის წელი რისკის, თავგადასავლების და ოცნებების ასრულების წელია. ეს ის წელიწადია, როცა შეგიძლიათ, ფრთები შეასხათ თქვენს ყველაზე გიჟურ, ერთი შეხედვით, უტოპიურ მიზნებსა და ოცნებებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ რისკისა და თავგადასავლების. თამამად ისურვეთ და ჩაიფიქრეთ. მაიმუნი სწყალობს ყველას, ვისაც არ ეშინია იცხოვროს სისხლსავსე და აქტიური ცხოვრებით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს