"მასწავლებლები და გამოცდები საჭირო აღარ იქნება, დიპლომი კი არ იარსებებს" - მიჩიო კაკუ

"მასწავლებლები და გამოცდები საჭირო აღარ იქნება, დიპლომი კი არ იარსებებს" - მიჩიო კაკუ

მიჩიო კაკუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევა. ფიზიკოსმა არაერთი ბესტსელერი დაწერა, რომელიც BBC-ზე და Discovery-ზე მეცნიერული გადაცემების ციკლით გამოდიოდა.

გარდა ამისა, კაკუ მსოფლიოში აღიარებული ლექტორია - იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის პროფესორია, ლექციებს ბევრ ქვეყანაშიც კითხულობს.

ინტერვიუში მიჩიო კაკუ ყვება, როგორ ხედავს მომავლის განათლების სისტემას და რა ცვლილებები ელოდება სკოლებსა და უნივერსიტეტებს 100 წლის შემდეგ.

- წიგნში "მომავლის ფიზიკა" წერთ, რომ განათლება დაფუძნებული იქნება ინტერნეტ-ტექნოლოგიებსა და "გაჯეტებზე". კიდევ რა გლობალური ცვლილებები მოხდება განათლების სფეროში?

- რაც ყველაზე მთავარია, განათლება დამახსოვრების უნარებზე დაფუძნებული აღარ იქნება. ძალიან მალე, კომპიუტერები და Google Glass-ის სათვალეები გადაკეთდება მიკროსკოპულ ლინზებად, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია აიტვირთება. ამიტომ რამდენიმე წელიწადში, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდებზე საჭირო ინფორმაციის მოძებნას თვალის დახამხამებით შეძლებენ. თუმცა, რეალური წარმატების მისაღწევად, უნდა განვავითაროთ უნარები, რომელიც რობოტებისთვის მიუწვდომელია. ვგულისხმობ კრეატიულობას, წარმოსახვის უნარს, ინიციატივას, ლიდერობას.

- ამ შემთხვევაში გამოცდების და ლექტორების საჭიროება აღარ იქნება, ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ავტონომია გვექნება, საკუთარი ცხოვრებისთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ. შესაბამისად, "მაკონტროლებელი ორგანოები" საჭირო აღარ იქნება. ადამიანები თავად ასწავლიან საკუთარ თავს იმის გაანალიზებით, რა ცოდნა სჭირდებათ. კონსულტაციები კი, შეიძლება "ჭკვიან კედელთან" გაიარონ. ძალიან მალე, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ასეთი მოწყობილობა ყველგან გამოჩნდება, მათ შორის ბინებში, ოფისებსა და ქუჩებში.

საკმარისი იქნება კედელთან მიახლოვება და თქმა: "მინდა ბიოლოგიის პროფესორს გავესაუბრო", იმავე წამს კედელზე მეცნიერი გამოჩნდება, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის. ასეთი სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ განათლების, არამედ მედიცინის, იურისპრუდენციის, დიზაინის, ფსიქოლოგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, რეალური სპეციალისტები, მაგალითად ქირურგები კვლავ იქნებიან საჭირო, მაგრამ მარტივი პრობლემების მოგვარებას ვირტუალურად შევძლებთ.

- რამდენად შევძლებთ ონლაინ-განათლების სისტემაზე გადასვლას?

უნივერსიტეტებში ონლაინ-კურსები უკვე არსებობს, ეს ბრწყინვალე იდეა იყო. მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მაღალია იმ ადამიანების პროცენტი, რომლებმაც ამ პროგრამებს თავი დაანებეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებმა ჯერ ვერ ისწავლეს მუშაობა "შენ და კომპიუტერის მონიტორის" პრინციპით, მათ მაღალი მოტივაცია არ აქვთ. მეორე მხრივ, ონლაინ-სისტემა ახლა დაბადების სტადიაშია, მას კორექტირება ესაჭიროება. მაგრამ სისტემა საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მომავალი სწორედ მას ეკუთვნის.

უნივერსიტეტებს არავინ გააუქმებს, მაგრამ ეს იქნება მეტწილად ვირტუალური სასწავლო დაწესებულებები. ხოლო ის, ვინც ლექციებს ტრადიციულ სასწავლო დაწესებულებაში დაესწრება, წარუმატებელ ადამიანად ჩაითვლება. მასზე იტყვიან, რომ საკუთარი განათლების შექმნა ვერ შეძლო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს