სახლის ჰოროსკოპი - როგორ შევქმნათ შინ ჰარმონია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

სახლის ჰოროსკოპი - როგორ შევქმნათ შინ ჰარმონია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგების მტკიცებით, ყველა სახლს აქვს ზონები, რომელთაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშები მფარველობენ. არსებობს ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ზონების ჰარმონიულობის მართვა, რაც მთელ სახლში პოზიტიური ენერგეტიკის მოზიდვის გარანტიაც იქნება.

ვერძი

პასუხისმგებელია თქვნი სახლის შესასვლელ კარზე. ის სახლში რაიმეს დაწყებისთვის სასარგებლო ენერგიას უშვებს. შემოსასვლელში იგულისხმება როგორც შემოსასვლელი კარი, ისე დერეფანი და ჭიშკარი.

შემატეთ ჰარმონიულობა ვერძის სექტორს. როგორ? დერეფნიდან, შემოსასვლელიდან მოაშორეთ ყველა უსარგებლო, ზედმეტი ნივთი. ყურადღება მიაქციეთ , რომ შემოსასვლელი კარი არ ჭრიალებდეს. შეღებეთ კარი, თუ ატყობთ, რომ საღებავი დაძველდა და ნელ-ნელა შორდება. ამ სექტორის თილისმა პატარა, მელოდიური კარის ზარია.

კურო

ზოდიაქოს ეს ნიშანი სასადილო ოთახში ბატონობს და თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი. ეცადეთ, ეს სექტორი უფრო ჰარმონიული გახადოთ, ჭურჭლის კარადიდან მოაშორეთ ყველანაირი გაბზარული ან დაზიანებული ჭურჭელი. მაგიდა უმჯობესია იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის. ამ სექტორის თილისმა კედელზე ნატურმორტია.

თუ სასადილო ოთახი არ გაქვთ, თხის რქას დიდი ხილიანი ლარნაკი დაუდგით სამზარეულოს ან სამუშაო მაგიდაზე.

ტყუპები

ტყუპები მისაღებ ოთახში ბინადრობენ. იმისათვის, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი კმაყოფილი გყავდეთ, გირჩევთ კარგად "გამოკვებოთ". გირჩევთ მისაღები ოთახის კედლები ცნობილი მოდერნისტების რეპროდუქციული სურათებით დაამშვენოთ.

ტყუპების ენერგიის მოსაზიდად ასევე ძალიან კარგია ამეთვისტოს კრისტალები ან ბუნებრივი კვარცი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს