"შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად დაიშალა" - 6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა

"შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად დაიშალა" - 6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა

დღეს მეცნიერები ახალ ციურ სხეულებს ეძებენ და ადგენენ, არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსსა და სხვა პლანეტებზე. ამ ყველაფერს კი საფუძველი სწორედ კოსმოსურმა აღმოჩენებმა და უამრავმა მარცხმა შეუმზადა. შეგახსენებთ იმ ექვს კოსმოსურ კატასტროფას, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1. ნასას მრავალჯერადი კოსმოსური შატლი "ჩელენჯერი"

დაღუპულთა რაოდენობა: 7

წელი: 1986

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

ნასა-ს ხომალდმა კოსმოსში 9 წარმატებული მოგზაურობა განახორციელა, თუმცა მეათე ცდა საბედისწერო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ 28 იანვარს, დილის შემოწმების გამო ხომალდის კოსმოსში გაშვება 2 საათით გადადეს, აღმოჩენილი ხარვეზების მიუხედავად, სანახაობის მაყურებელნი მაინც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

აფრენიდან 73 წამში, მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა, როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგიერთი მათგანი აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო დაიღუპა.

2. შატლი "კოლუმბია"

მსხვერპლის რაოდენობა : 7

წელი: 2003

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

2003 წლის 1-ელ თებერვალს 16-დღიანი წარმატებული ფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრები ფლორიდაში ხომალდის დაშვების საკითხებს განიხილავდნენ. ეს იყო კოსმოსური ხომალდის რიგით 28-ე ფრენა და კვლევების თანახმადაც, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

დაგეგმილ დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტექნიკურმა ჯგუფმა შატლის მარცხენა ფრთაში ტემპერატურის ანომალური ცვლილება აღმოაჩინა, მოულოდნელად გაითიშა კავშირი ეკიპაჟის სხვა წევრებთანაც.

კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრის თანამშრომლის მონაყოლით, მონიტორებზე ამ დროს აღიბეჭდა, "შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად როგორ დაიშალა". შვიდივე კოსმონავტი მომენტალურად დაიღუპა.

შატლი "კოლუმბია" იყო პირველი მოქმედი ორბიტალური აპარატი. ის დაამზადეს 1979 წელს და გადასცეს კენედის სახელობის ნასა-ს კოსმოსურ ცენტრს. შატლს თავისი სახელი დაერქვა იალქნიანი გემის სახელის მიხედვით, რომელზედაც კაპიტან რობერტ გრეი 1792 წლის მაისში იკვლევდა ბრიტანული კოლუმბიის შიდა წყლებს (შეერთებული შტატების ახლანდელი შტატები - ვაშინგტონი და ორეგონი).

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს