ადამიანებს ძალიან უყვართ ტრაბახი, რომ ნაკითხები არიან, მაგრამ როდესაც საქმე პოპულარულ რომანებზე მიდგება, ყველაფერი სხვანაირად წარმოჩნდება. ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ბრიტანელები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ესა თუ ის წიგნი წაკითხული ჰქონდათ.
ეროტიკული რომანი "გრეის 50 ელფერი", ჩარლზ დიკენსის ოთხი რომანი და ჯეინ ოსტინის კლასიკა "სიამაყე და ცრურწმენა" იმ ოც წიგნს შორისაა, რომელზეც ბრიტანელები ყველაზე ხშირად იტყუებიან. ყველასთვის მოულოდნელად, წაუკითხავი წიგნების ოცეულში პირველ ადგილზე "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გავიდა.
წარმოგიდგენთ იმ წიგნების ოცეულს, რომელზეც ბრიტანელები ყველაზე ხშირად იტყუებიან, რომ წაუკითხავთ:
1. "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ლუის კეროლი
2. "1984" - ჯორჯ ორუელი