მსოფლიოს უძველესი ბანკი, სადაც სესხის აღება ნებისმიერს შეუძლია

მსოფლიოს უძველესი ბანკი, სადაც სესხის აღება ნებისმიერს შეუძლია

მსოფლიოს უძველესი ბანკი Monte dei Paschi di Siena იტალიაში, ქალაქ სიენაში მდებარეობს. საბანკო დაწესებულება 1472 წლის 27 თებერვალს დაარსდა, რათა სესხის აღების საშუალება მიეცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. ბანკის მფლობელებმა ლოიალურობის სტრატეგია აირჩიეს ყველაზე უპოვარი მოქალაქეების მიმართაც კი. ბანკი დღემდე ამ სტრატეგიის ერთგული დარჩა, სესხის აღება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სამსახური აქვს.

თავდაპირველად ბანკს Monte di Pietà ეწოდებოდა, შემოკლებით Monte Pio (სიტყვიდან "Monte" - ფულის გროვა). მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ Monte dei Paschi di Siena-ით, რაც კანონზომიერია, რადგანაც ბანკი სწორედ ამ ქალაქის იურისდიქციას ექვემდებარება.

მსოფლიოს უძველესი ბანკი მშვენიერი ქალაქის ისტორიულ-ფინანსურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. სიენა სავაჭრო და საბანკო ტრადიციების მატარებელი უძველესი ქალაქი-რესპუბლიკაა. ამერიკის აღმოჩენამდე 20 წლით ადრე დაარსებული ბანკი ადგილობრივი სოფლის მეურნეობითა და საძოვრებით (Paschi - საძოვარი) იყო დაკავებული. მაგრამ იგი მალევე იქცა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკად და მჭიდრო კავშირში იყო მე-17 საუკუნის ამსტერდამის "ტიტების მანიასთან". ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური საპნის ბუშტის გაბერვისას Monte dei Paschi di Siena (MPS)-მ დერივატივები გამოიგონა.

1593 წელს MPS - ევროპის უმდიდრესი ბანკი აქტიურად მოქმედებდა ამსტერდამის სავაჭრო ბირჟაზე და აფინანსებდა ჰოლანდიელ ვაჭარს იოჰანეს ფონ ბომელს, რომელიც თურქეთიდან ტიტების იმპორტით იყო დაკავებული. მალევე ტიტები ჰოლანდიელი უმდიდრესი ადამიანების ფეტიშად იქცა, ყვავილი ძალზედ ძვირად ფასობდა. მანიამ მთელი ევროპა მოიცვა, ქალაქებში გადასახურდავებელი ჯიხურები იხსნებოდა, სადაც ყიდულობდნენ და ყიდდნენ ტიტების აქციებს MPS-ის ლიცენზიით....განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს