აბა, გამოიცანი, რა წერია რეცეპტში? - ყველასთვის ნაცნობი გასაჭირი

აბა, გამოიცანი, რა წერია რეცეპტში? - ყველასთვის ნაცნობი გასაჭირი

"დედიკოებო, დღეს ექიმთან ვიყავით და დანიშნულება მოგვცა, ვერ ვარკევ რა წერია, იქნებ მიხვდეთ რა წამალია?"

"გოგოებო, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, ვერ ვარჩევ, რა წერია, აფთიაქშიც ვერ მიხვდნენ, რა წამალია, არადა, სასწრაფოდ უნდა დავალევინო ბავშვს, ექიმმა დაგვინიშნა".

"გოგოებო, მერიდება ექიმთან დარეკვა, მაგრამ ვერც ვარჩევ, რა დაგვინიშნა, რა წერია, იქნებ რომელიმემ გაარჩიოოთ?!"

არა, ეს თამაში არ არის, არც ვიქტორინა და არც ხუმრობა. ეს იმ დედების კომენტარებია, რომლებსაც შვილები ექიმთან მიჰყავთ, სახლში დაბრუნებულები კი სოციალურ ჯგუფებში თხოულობენ „შველას“. აღიარეთ - რამდენჯერ გჭერიათ ხელში ასეთი დანიშნულება, რამდენჯერ მდგარხართ აფთიაქში და ფარმაცევტთან ერთად გაგირჩევიათ, რა ეწერა ექიმის დანიშნულებაში. რამდენჯერ მოგრიდებიათ ექიმთან დარეკვა იმის საკითხავად, რა დაგინიშნათ და რა წერია მისი კალმით „ნაქარგ“ დანიშნულებაში?!

"დედიკოებო, დღეს ექიმთან ვიყავით და დანიშნულება მოგვცა, ვერ ვარკევ რა წერია, იქნებ მიხვდეთ რა წამალია?"

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების დიდი უმრავლესობა ყოველდღიურ საქმიანობაში წარმატებით იყენებს მარტივ კომპიუტერულ პროგრამებს და პრინტერს, ხშირად შეხვდებით სიტუაციას, როდესაც ფურცლების დასტით ბრუნდებით სახლში და იწყებთ იმის გარკვევას, რა დაგინიშნათ ექიმმა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს