ცუდად შესრულებული საშინაო დავალების გამო დედამ შვილი მოკლა

ცუდად შესრულებული საშინაო დავალების გამო დედამ შვილი მოკლა

ტომსკში სისხლის სამართლის საქმე შვიდი წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით აღიძრა. სასტიკი დანაშაული ბავშვის დედამ აღიარა.

წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ტომსკის 28 წლის მცხოვრებმა საკუთარ სახლში შვილს სცემა. პირველკლასელმა ბავშვმა ძლიერი ტრამვები მიიღო, რომელმაც გარდაცვალება გამოიწვია. ქალმა თავად მიიყვანა დაზარალებული შვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

”საქმე აღძრულია არასრულწლოვანის მკვლელობაზე. საქმის ირგვლივ იკითხებიან მოწმეები. დანიშნულია სასამართლო ექსპერტიზა. დამნაშავე გაივლის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ამბულატორულ პირობებში”, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ელენა ლებედევამ.

დაღუპული ბავშვი ქალის ერთადერთი შვილი იყო. ის მარტო ზრდიდა ბავშვს, რადგან ქმარს იყო გაშორებული და ამასთან, არ მუშაობდა. დედის მიერ ბავშვის სასტიკად ცემის მიზეზია ის, რომ ბავშვმა საშინაო დავალება კარგად არ შეასრულა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს