ბროლის მთავარი საიდუმლო - როგორ უნდა განასხვაოთ ყალბისგან

ბროლის მთავარი საიდუმლო - როგორ უნდა განასხვაოთ ყალბისგან

ბროლის ჭაღი სახლის ნამდვილი მშვენებაა. ინტერიერის დიზაინში უამრავი ცვლილების მიუხედავად, ბროლს აქტუალობა და ფასი არ დაუკარგავს. მოდა იცვლება, ბროლის ჭაღი კი ძველებურად უხდება ჩვენს სახლებს... დროის მიმართ ამგვარ გამძლეობას მხოლოდ უნიკალური ნივთები იჩენენ. ბროლი სწორედ მათ შორისაა. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ბოჰემიელმა ოსტატებმა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ განსაკუთრებული სიმტკიცის, გამჭვირვალობისა და ელვარების მქონე მინის კლისტალი მიიღეს. ცოტა მოგვიანებით ამ მინაში ტყვიის ოქსიდის დამატების შემდეგ პირველი ბროლის ნიმუში მიიღეს. მას შემდეგ ბროლის ჭაღი და ჭურჭელი მთელ მსოფლიოს ხიბლავს. ბროლი არ იკაწრება, მასზე არავითარი ლაქა არ რჩება და გამძლეობის საოცარი უნარი ახასიათებს. დრო და ჟამი მის ელვარებას ვერ ასუსტებს. მასზე არეკლილი სინათლის სხივი საოცარი სანახავია. სწორედ ამიტომ არის მდიდრული ჭაღები ბროლისგან დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბროლი ყველასთვის ნაცნობია, ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში და რაშია მისი ხარისხის საიდუმლო. ბროლს ტყვიის ოქსიდისა და სილიკომანგანუმის შენაერთით ამზადებენ, ამას ემატება ნატრიუმის, კალიუმის ან სხვა ოქსიდები. ეს ძალიან რთული ტექნოლოგიაა, რომელიც წესების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.

ბროლის შექმნა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, 1500 გრადუსზე მიმდინარეობს. სწორედ ტყვიის დამსახურებაა ბროლის მდგრადობა და სიმტკიცე. ბროლის ჭურჭლისა და ჭაღების ხარისხი და ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობითაა მასში ტყვიის ოქსიდის შემცველობა.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ბოჰემური ბროლია. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს