ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
16:45 / 11-02-2016
გულის დაავადების 6 სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ!
კარდიოლოგი ჯონ ერვინი, რომელიც ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში მუშაობს, იმ 6 სიმპტომზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თქვენს გულს პრობლემები აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

სექსუალური დისფუნქცია
ბევრს ჰგონია, რომ სექსუალური დისფუნქცია რეპროდუქციული ორგანოებით არის განპირობებული. მაგრამ, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს არტერიული დაავადების ნიშანია. არტერიული პრობლემების დროს რთულია ერექციის მიღწევა და მით უმეტეს, შენარჩუნება. ქალებში ლიბიდოს დაქვეითება მენოპაუზის დადგომის სიგნალია.

ხვრინვა ან ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა
ექიმების განცხადებით, ხვრინვა შესაძლოა, გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა ფსიქოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის.

პირის ღრუს გამოშრობა, სისხლდენა და ღრძილების დასიება
გასიებული ღრძილები პერიოდონტიტის მანიშნებელია. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ღრძილებს აზიანებს და შეუძლია ყბა გაანადგუროს. ამასთან, პერიოდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს.

მხრის ან კისრის შეკუმშვა ან ტკივილი
ბევრი ამბობს, რომ გულის შეტევისას გრძნობენ "სპილოს დაბიჯებას მკერდზე", ზოგი კი "მკლავში მოჭერის შეგრძნებას". ესაა კლასიკური მანიშნებლები გულის შეტევის წინ. ხშირად გულის შეტევის წინ კისრის, ყბის და მხრის არეში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტკივილს, შეკუმშვას ან ზეწოლას გრძნობენ.

დასიებული ფეხები
ფეხები მრავალი მიზეზით შეიძლება დაგისივდეთ, სიცხითაც კი. თუმცა, შესაძლოა, ეს გულის უკმარისობის ბრალი იყოს. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და გულძმარვა
ეს სიმპტომები ბევრს ახასიათებს და იშვიათად ითვლება სერიოზული შეშფოთების მიზეზად. თუმცა, ზოგ შემთხვევაში წვისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში შესაძლოა გულის შეტევის ნიშანი იყოს. ამასთან, კუჭნაწლავის გამუდმებული აშლილობა, შესაძლოა გულის შეტევის წინა სიმპტომი გახდეს. თუ ეს სიმპტომები გულის რევის შეგრძნებასთან, ოფლიანობასა და სუნთქვის უკმარისობასთან არის გაერთიანებული, აუცილებელია ექიმს მიმართოთ მიზეზის დასადგენად.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით
19:07 / 11-02-2016
ასეთ თემებზე საუბარი ს ა ფ რ თ ხ ი ლ ო ა ! არის სერიოზული რისკი, ფსიქოლოგიური ფაქტორით "მესამეკურსელის დაავადების"/ნევროზი?/ მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა/გამწვავების.
ჩვენნაირ მ ო უ მ ზ ა დ ე ბ ე ლ საზოგადოებასთან...
მსგავსი სიახლეები
გიორგი მშვილდაძე 3 წელია გაურკვეველი ეტიმოლოგიის დაავადებით იტანჯება
ყოველი ახალი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობისთვის
ზედგინიძემ ძროხა დაავადებიდან რამდენიმე დღეში დაკლა და ხორცი საკვებად ოჯახში გამოიყენა
დაავადებასთან ბრძოლაში 3 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა
+VIDEO| უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი
ძლიერი უსიამოვნებების დროს მენსტრუაცია შეიძლება რამდენიმე წლითაც გაქრეს
გულთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, მათაც შეეხოს, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს
ფარისებრი ჯირკვალი ყელის არეში მდებარეობს და პეპლის ფორმა აქვს
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:15 / 01-10-2016  Image "გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე..." - ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა
ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს
20:50 / 01-10-2016  Image რადიო "ჰერეთი" ლაშა დვალიშვილის სტუმრობის დროს მომხდარი ჩხუბის ამსახველ კადრებს ავრცელებს
+VIDEO ინციდენტი პირდაპირ ეთერში დებატების დროს მოხდა
19:51 / 01-10-2016  Image რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს
"ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობისთვის მადლობას ვწირავ უფალს"
19:22 / 01-10-2016  Image 13 საინტერესო ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო დებატების ისტორიიდან
პირველი საპრეზიდენტო დებატები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა 1960 წელს, ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსოსნ შორის შედგა
10:59 / 01-10-2016  Image ყველაფერი, რაც ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ უნდა იცოდეთ
ის, რაც უნდა იცოდეთ პირველი სექსის შესახებ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49