ავტორი:

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ერთ დღეში - 5-ეტაპიანი გამაჯანსაღებელი პროცედურა

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ერთ დღეში - 5-ეტაპიანი გამაჯანსაღებელი პროცედურა

დაიწყეთ ორგანიზმის გაწმენდა მარტივი გზით. შეგიძლიათ ამისთვის კვირაში ერთი დღე მაინც გამოყოთ.

პირველი ეტაპი

მთელი დღის განმავლობაში დალიეთ გამოხდილი წყალი. შეგიძლიათ წყალს ლიმონის წვენი და თაფლი დაამატოთ. ყოველი ჭამის წინ ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.

მეორე ეტაპი

აფთიაქში შეიძინეთ ბაყაყურა - ეს მცენარე აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, წმენდს მას და დადებითად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე. დალიეთ ბაყაყურას ნაყენი 2-4-ჯერ დღეში.

მესამე ეტაპი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად საკმარისია საუზმეზე ერთი დესერტის კოვზი სელის თესლი მიირთვათ. უკეთესი იქნება, თუ სელის თესლს წინა საღამოს დაალბობთ - მიღებული მასა გააუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.

მეოთხე ეტაპი

ყოველი ჭამიდან 20 წუთის შემდეგ დალიეთ მწვანე ან სამკურნალო ბალახების ჩაი. ასეთი ჩაი სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს, აცხრობს ანთებით პროცესებს კუჭში, ასევე ასუფთავებს ღვიძლსა და თირკმლებს. კარგი იქნება, თუ მწვანე ან ბალახეულის ჩაის სმას ყოველდღიურ ჩვევად გაიხდით.

მეხუთე ეტაპი

ენერგეტიკული სალათა. ეს სალათა აღადგენს თქვენს ენერგეტიკულ ბალანსს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრამი ბროკოლი;

120 გრამი მწვანე ბარდა;

40 გრამი ავოკადო;

20 გრამი მზესუმზირა;

100 გრამი კიტრი;

50 გრამი ყველი (ბრინზა);

50 გრამი პიტნა და ოხრახუში;

ლიმონის წვენი;

ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი: დააქუცმაცეთ ინგრედიენტები და კარგად აურიეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი - გამამხნევებელი სალათა მზადაა!

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

როგორ გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება