11:14 / 12-02-2016
ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა
რუსულ სოციალურ ქსელებში ირინა ვოვკი რამდენიმე საათში გახდა ვარსკვლავი. ქალი სახელმწიფო დუმის მთავარი მკვებავია (პირდაპირი მნიშვნელობით) - იგი იმ კვების კომბინატს ხელმძღვანელობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ემსახურება. ვოვკის გარეგნობა მას შემდეგ გახდა მთელი ქვეყნის სასაუბრო თემა, რაც Единая Россия-ს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა მისი ფოტო "ტვიტერის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "დუმის მთავარი მზარეული. ახლა დუმაში მეტი გემრიელობა და მხიარულება იქნება".

"მთავარი პოვარის" საკმაოდ "მადისაღმძვრელი" ფოტოები დეპუტატმა ვოვკის ВКонтакте-ს გვერდიდან "მოიპარა", შემდეგ კი ქალის სოციალურ ქსელს ინტერნეტმომხმარებლები შეესივნენ და პირად გვერდებზე გააზიარეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფოტოები. გულახდილ ფოტოებს ასობით კომენტარი მოჰყვა: "...და რუს დეპუტატებს რძის პროდუქტის მიღებაზე აღარ ექნებათ სადარდებელი"; "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დუმა ძუძუთი უნდა კვებოს"; "გოსდუმას გულახდილი დრესკოდი ჰქონია"; "ამას პირველს შეჭამენ. იმპორტის აკრძალვის პირობებში შიდა პროდუქტით "იკვებებიან" ალბათ", - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები. ასეთმა მოულოდნელმა პოპულარობამ, როგორც ჩანს, ვოვკი შეაშინა: ქალმა ВКонтакте-ს პირადი პროფილი გააუქმა.

რაც შეეხება დეპუტატებს, ისინი არც ისე კმაყოფილნი არიან ახალი საკვებით და ამბობენ, რომ ვოვკის მოსვლა სამზარეულოს დაეტყო: ოსუსებს აღარ ამზადებენ, სუპებში კი არაჟანს არ ამატებენ. საინტერესოა, რომ კვების ხარისხის გაუარესების საკითხი დეპუტატებმა სახელმწიფო დუმის საბჭოზეც კი გაიტანეს. ახალი ხელმძღვანელობა არც სასადილოს თანამშრომლებს ეხატებათ გულზე.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
16:35 / 31-03-2016
არ გეღირსოთ უკეთესი :დ
ქართველო მამაკაცებო ვისაც ეს მოგეწონათ
17:56 / 22-03-2016
ნოკიერი რძე ექნება მაგას
ალეკსანდრე
მსგავსი სიახლეები
"ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან"
+PHOTO “ედინაია როსიას” დეპუტატი და ოპერის მომღერალი მარია მაკსაკოვა გასულ კვირას მესამედ გახდა დედა
რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა ერთის წინააღმდე.
ქართველი დედისგან ქართული ცეკვისა და თამადობის სიყვარული ერგო, აფხაზი მამისგან კი დისციპლინა და თავშეკავება
მზარეულობა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ჰობია
კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის 16-მა დეპუტატმა ჯერ კიდევ 28 თებერვალს დაარეგისტრირა
საერთო ჯამში მის ანგარიშზე მილიონი სადილია
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:47 / 25-07-2016  Image გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის, თაკო ცაგურიას ოჯახური იდილია
გიგი უგულავას ოჯახური ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა ყვითელი პრესა თვალს.
19:51 / 25-07-2016  Image "ერ­თხელ გა­შიშ­ვ­ლე­ბა მეც მე­პა­ტი­ე­ბა" - ვინ არის სტი­ქა­რო­სა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა მო­ინ­დო­მა
ჩემ მი­მართ ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი იყო
21:00 / 25-07-2016  Image რა მოხდა ბურჭულაძის პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის - შსს დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს
+VIDEO შსს კადრებს ავრცელებს, რომელიც სამართალდამცველების სამხრე კამერით არის გადაღებული
10:30 / 25-07-2016  Image სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა
დღესდღეობით სანტე ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა ინსპექტირების ყველა ეტაპი
12:22 / 25-07-2016  Image "ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე
"მაია მე 300 ლარზეც მაცხოვრებს კარგად და მილიონზეც"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49