ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა

ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა

რუსულ სოციალურ ქსელებში ირინა ვოვკი რამდენიმე საათში გახდა ვარსკვლავი. ქალი სახელმწიფო დუმის მთავარი მკვებავია (პირდაპირი მნიშვნელობით) - იგი იმ კვების კომბინატს ხელმძღვანელობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ემსახურება. ვოვკის გარეგნობა მას შემდეგ გახდა მთელი ქვეყნის სასაუბრო თემა, რაც Единая Россия-ს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა მისი ფოტო "ტვიტერის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "დუმის მთავარი მზარეული. ახლა დუმაში მეტი გემრიელობა და მხიარულება იქნება".

"მთავარი პოვარის" საკმაოდ "მადისაღმძვრელი" ფოტოები დეპუტატმა ვოვკის ВКонтакте-ს გვერდიდან "მოიპარა", შემდეგ კი ქალის სოციალურ ქსელს ინტერნეტმომხმარებლები შეესივნენ და პირად გვერდებზე გააზიარეს ფოტოები. გულახდილ ფოტოებს ასობით კომენტარი მოჰყვა: "...და რუს დეპუტატებს რძის პროდუქტის მიღებაზე აღარ ექნებათ სადარდებელი"; "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დუმა ძუძუთი უნდა კვებოს"; "გოსდუმას გულახდილი დრესკოდი ჰქონია"; "ამას პირველს შეჭამენ. იმპორტის აკრძალვის პირობებში შიდა პროდუქტით "იკვებებიან" ალბათ", - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები. ასეთმა მოულოდნელმა პოპულარობამ, როგორც ჩანს, ვოვკი შეაშინა: ქალმა ВКонтакте-ს პირადი პროფილი გააუქმა.

რაც შეეხება დეპუტატებს, ისინი არც ისე კმაყოფილნი არიან ახალი საკვებით და ამბობენ, რომ ვოვკის მოსვლა სამზარეულოს დაეტყო: ოსუსებს აღარ ამზადებენ, სუპებში კი არაჟანს არ ამატებენ. საინტერესოა, რომ კვების ხარისხის გაუარესების საკითხი დეპუტატებმა სახელმწიფო დუმის საბჭოზეც კი გაიტანეს. ახალი ხელმძღვანელობა არც სასადილოს თანამშრომლებს ეხატებათ გულზე.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს