როგორი იქნება თებერვალი - პროგნოზი ყველაზე ცნობილი რუსი ასტროლოგისგან

როგორი იქნება თებერვალი - პროგნოზი ყველაზე ცნობილი რუსი ასტროლოგისგან

რუსეთში ცნობილი ასტროლოგისა და ასტროფსიქოლოგის ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზებს ჩვენ არაერთგზის ვთავაზობთ ხოლმე ჩვენს მკითხველს. ლიტვინი "ექსტრასენსთა ბრძოლის" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული და ტრიუმფატორიც გახლავთ, რაც მის ნიჭს წინასწარ განჭვრიტოს ზოგადი მოვლენები კიდევ უფრო აძლიერებს. ამჯერად მის მიერ შედგენილ თებერვლის თვის პროგნოზს გთავაზობთ.

ლიტვინის აზრით, თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური და აგრესიული თვეა ერთობლივად. ადამიანები ამ თვის მანძილზე თავისებურ "სიცრუის დეტექტორებს" გვანან და ხშირად იმაზე მარტივად ხვდებიან ტყუილს ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენიათ თავად მათაც და სხვებსაც. ამიტომ ამ თვის საკვანძო სიტყვა ურთიერთობებში გულწრფელობა და სიმართლე უნდა იყოს აუცილებლად.

თებერვალი აგრესიის კოეფიციენტის მხრივ საკმაოდ მაღალ რისკფაქტორებს აერთიანებს საკუთარ თავში. ამ თვის მანძილზე ხშირად ხდება კონფლიქტების წამოწყება. ლიტვინი განსაკუთრებული სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ვისაც მაღალი პოსტი უპყრია ხელთ. ასევე მათ, ვისაც მომსახურების სფეროში უწევს საკუთარი პროფესიული ვალის მოხდა. კონფლიქტების ალბათობა მათ შემთხვევაში ყველაზე დიდი იქნება.

სასიყვარულო სფეროში თებერვალი დელიკატურობას და მეტ დაკვირვებას ითხოვს. ამ თვის მანძილზე აქტიურდება ურთიერთობებში გაურკვევლობის ალბათობა, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი თქვენი ქმედება კარგად იყოს გაანალიზებული და პარტნიორისთვის გასაგები ნაბიჯები გადადგათ ნებისმიერი კუთხით. გახსოვდეთ, რომ თებერვლის თვეში ნებისმეირი სახის გასაიდუმლოებული ამბავი ან ბოლომდე არცთუ გარკვევით ნათქვამი, ორაზროვანი ფრაზები აღიქმება როგორც ტყუილი და ორპირობა. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი და ღია როცა საქმე სასიყვარულო კავშირებს ეხება. მხოლოდ ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ მრავალრიცხოვანი კონფლიქტები.

ჯანმრთელობის მხრივ თებერვალში ყველაზე დიდი პრობლემა სრულფასოვანი ძილისა და გამოძინების საკითხი იქნება.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს