თამაში, რომელსაც წესები არა აქვს

თამაში, რომელსაც წესები არა აქვს

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენი გულის ცხრაკლიტულის გასაღებს სასურველ მამაკაცს მივანდობთ იმ იმედით, რომ ის არაფერს დაიშურებს ჩვენი მარადიული გრძნობის შესანარჩუნებლად. თუმცა ეს ყოველივე - ზღაპრებში, ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა...

სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი ერთი შეხედვით უწყინარი რაინდი, გრძნობებზე მოთამაშე თაღლითად იქცეს. ნუ შეშინდებით: სიყვარული ხომ თამაშია - თამაში წესების გარეშე!!!

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ არაფერს შეუძლია ქალის თვითშეფასების უნარის დაქვეითება ისე, როგორც სასიყვარულო ასპარეზზე განცდილ მარცხს. ჰოდა, საყვარელი მამაკაცის მიზეზით გამოწვეული გულგატეხილობა უსასრულო დეპრესიის მიზეზად რომ არ გექცეთ, ეცადეთ, საკუთარი წესებით მართოთ სიტუაცია.

ამბობენ, მამაკაცებს ცვლილებები უყვართ, ერთსა და იმავე ქალთან დიდხანს ვერ ძლებენ, სიახლეს ეძებენო. მაგრამ ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებიც მამაკაცებს თავიანთი კრეატიულობით უამრავ თავსატეხს უჩენენ და თავგზას ისე უბნევენ, რომ მათი მუდმივი ინტერესის საგნად რჩებიან. მართალია, მამაკაცი არ ხართ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ცვლილებებზე უარი უნდა თქვათ, ან დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე ფარ-ხმალი დაყაროთ! ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს