ამ ჩანაწერებში ამოიცნობს თავს ყველა, ვინც ერთხელ მაინც გადაბარგებულა...

ამ ჩანაწერებში ამოიცნობს თავს ყველა, ვინც ერთხელ მაინც გადაბარგებულა...

ჩანაწერები სახლის გაყიდვისა და ახალსახლობის ჟამს - ეცნობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც გადაბარგებულა სხვა სახლში. ეს ჩანაწერები ძალიან კარგ მწერალს ნინო თარხნიშვილს ეკუთვნის და დაიწერა ნელ-ნელა, ფეისბუქის პოსტებად მაშინ, როცა ის თავის სახლს ყიდდა და ახალ სახლში გადადიოდა... ბევრს ეცნობა ეს სიტუაციები და ალბათ სხვა მხრიდანაც შეხედავს იმ ალიაქოთს, რასაც სახლის გაყიდვა-გარემონტება ჰქვია.

"სტადია - რემონტი

და მე მივხვდი:

ზუსტად ისეთივე გატაცებით ვათვალიერებ უნიტაზებს, ნიჟარებს, ე.წ. სმესიტელებს (შემრევებს), ლამინატსა თუ კაფელს, როგორც მაგალითად ფეხსაცმელს,

ჯინსებს, კაბას თუ სამკაულს.

ჯერ შორიდან ვუთვალთვალებ. მერე ახლოდან ვათვალიერებ. ვუსვამ ხელს.

ხო არ იკაწრება.

ხო არ იჩხვლიტება.

ხო სასიამოვნოა.

ხო არ მომიჭერს.

მერე ლამინატს ფეხზე ვირგებ. ნიჟარას მაჯებზე.

უნიტაზს თეძოებზე

და კმაყოფილი ვიწყებ ტრიალს საშხაპე მინის წინ.

კი, იქაც ვირეკლები.

მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ.

არ არის საჭირო.

ჩემიც მეყოფა... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს