ფოტოშოპი რომ მე-19 საუკუნეში გამოეგონებინათ...

ფოტოშოპი რომ მე-19 საუკუნეში გამოეგონებინათ...

ჩვენს საუკუნეში ფოტოსესიების მოწყობა თითქმის ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია, წარსულში კი თავმოყვარე არისტოკრატის თავის მოწონების ერთადერთი საშუალება მხოლოდ ლამაზად შესრულებული პორტრეტი იყო. მხატვარს შეეძლო გაელამაზებინა ქალის ნაკვთები და ის საუკეთესოდ წარმოეჩინა. თუმცა, ქალის მთელი მომხიბვლელობის გადმოცემა ყველა მხატვარს არ გამოსდიოდა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ საქმის ოსტატი გახლდათ, იყო მე-19 საუკუნეში მოღვაწე ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი, ნიჭიერი მხატვარი, რომლის ტილოებიც დღემდე აღაფრთოვანებს მნახველს დახვეწილობითა და სილამაზით... მის ნამუშევრებს აერთიანებთ ერთი რამ: ნაკლის არ არსებობა.სწორედ ამან აქცია ყველაზე მოთხოვნად კარის პორტრეტისტად ვინტერჰალტერი: ინგლისის, საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის სამეფო და არისტოკრარიული ოჯახები მხოლოდ მას უკვეთავდნენ პორტრეტებს.

მას შეეძლო იდეალურად განეხორციელებინა დამკვეთის სურვილი, შეელამაზებინა ნაკლი და ამასთან შეენარჩუნებინა ზუსტი კავშირი ორიგინალთან. შესაძლოა სწორედ ამის გამოც, ვერ მიიღეს თანამედროვე ცნობილი მხატვრების ელიტურ წრეებში. კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ ვინტერჰალტერის ნამუშევრები ზედმეტად გადაპრანჭული, ნატურის პროპორციები კი - მიზანმიმართულად შეცვლილი იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს