საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

პარიზი, ბარსელონა, პრაღა... რომანტიკული დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქებად ითვლება, თუმცა რა უნდა ქნან მათ, ვისაც უნდა პარტნიორთან ერთად გაერიდოს მეგაპოლისების ხმაურს და დაუვიწყარი დასვენება მოიწყოს? უნდა დაგეგმოს მოგზაურობა ამ ქალაქებიდან ერთ-ერთში!...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგეს ხშირად უწოდებენ ევროპის ყველაზე რომანტიკულ პატარა ქალაქს და ძნელი არაა მიხვდე, რატომ. არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარში ჩახვალთ იქ, ზაფხულში, თუ რომელ სეზონზე, შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ბრიუგე, სადაც ყველაფრიდან რომანტიკული განწყობა მოდის.

ჰალსტატი, ავსტრია

ეს პატარა ადგილი ავსტრიაში იდეალური ზამთრის გასატარებელი ქალაქია. თოვლი - არის, მომხიბვლელობა - არის, ყოველი ღამე იქ კომფორტის ზეიმია.

ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღიდან რამდენიმე საათით სავალზე აღმოაჩენ წარმოუდგენლად საყვარელ ჩესკი კრუმლოვს. ეს იდეალური ადგილია რეალობისგან თავის დასაღწევად და ნამდვილი ჩეხური სტუმართმოყვარეობით დასატკბობად.

ვროცლავი, პოლონეთი

ნაკლებად ცნობილი ვროკლავა მშვენიერი არჩევანია მოგზაურთათვის, რომლებიც ხალხით გადაჭედილ ადგილებს ერიდებიან. სწორედ აქ ჩანს საუკეთესოდ პოლონური არქიტექტურის ფერადი და ლამაზი ნაგებობები.

სენ მორისი, შვეიცარია

მიუხედავად იმისა, რომ სენ მორტისს ძირითადად თხილამურით სრიალის მოყვარულები სტუმრობენ, ის თბილ თვეებში გაცილებით შთამბეჭდავია. ზაფხულში იქაურობა მოჩვენებების ქალაქს ჰგავს, რაც მას წყვილებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.

ჰარლემი, ჰოლანდია

ნაკლებად ცნობილი ჰარლემი ჰოლანდიის საუკეთესო შტრიხების ერთად თავმოყრაა. თუ გინდათ ჰოლანდიის ისეთი ადგილი ნახოთ, სადაც ყველა თქვენი ნაცნობი ნამყოფი არაა და თან ქვეყნის აურა ბრწყინვალედ აღიქვათ, ეწვიეთ ჰარლემს.

პორტო, პორტუგალია

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების უმეტესობა დედაქალაქ ლისაბონში მიეშურებიან ხოლმე, პორტო მაინც სავსეა ტურისტებით. ის საოცრად მომხიბვლელი ქალაქია და ძალიან დეტალურ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით პორტუგალიური კულტურის როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე.

მომზადებულია worldofwanderlust.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს