09:29 / 16-02-2016
ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფლის შთამბეჭდავი ცხოვრების ისტორია
თითოეული დედოფლის ისტორია თავისებურად უნიკალურია. ყველასთვის კარგად ნაცნობია დედოფალ რანიასა და გრეის კელის, პრინცესა ლეტიციასა და ლედი დიანას ისტორიები. დღეს ფარაჰ ფეჰლევის, ირანის დედოფლის, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალის შესახებ მოგითხრობთ. 1959 წელს ირანის შაჰზე - მოჰამედ რეზა ფეჰლევიზე მისი ქორწინება მსოფლიო პრესის მთავარ თემად იქცა. ქორწილიდან 20 წლის შემდეგ, სამეფო ოჯახის იძულებითმა ემიგრაციამ, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაფურცლა...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეოკადრები დედოფლის ქორწილიდან

წარმოშობით აზერბაიჯანელი ფარაჰ დიბა 1938 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. ფარაჰი მდიდარი ოჯახიდან იყო, თუმცა მამის სიკვდილის გამო ოჯახი იძულებული გახდა თეირანში ფეშენებელური ვილა დაეტოვებინა და ნათესავებთან გადასახლებულიყო. განათლება მომავალმა დედოფალმა თეირანსა და პარიზში მიიღო.

სკოლის პერიოდში სპორტით იყო გატაცებული და საკალათბურთო გუნდის კაპიტანი გახლდათ. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ არქიტექტურით დაკავდა და პარიზში École Spéciale d'Architecture-ში დაიწყო სწავლა. სწორედ პარიზში, 1959 წელს ირანის საელჩოს მიღებაზე წარუდგინეს იგი შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, როგორც ერთ-ერთი ირანელი სტუდენტი, რომელიც პარიზში სწავლობდა. თეირანში ისინი უკვე ერთად დაბრუნდნენ და 1959 წლის 1 დეკემბერს წყვილმა ქორწილის თაობაზე განაცხადა. მას შემდეგ ფარაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი ხდება. დედოფალმა შაჰს ოთხი შვილი გაუჩინა.

შაჰისთვის ეს მესამე ქორწინება გახლდათ. მისი პირველი მეუღლე ეგვიპტის პრინცესა ფავზია იყო, მეორე - სორაია ისფანდიარი-ბაჰტიარი - ნახევრად გერმანული წარმოშობის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ქალი.

1967 წელს ფარაჰი დედოფლად (შაჰბანუ) აკურთხეს. მაშინ აღმოსავლეთში ქალებს ასეთ უფლებას არ აძლევდნენ. თავიდან ფარაჰი სახელმწიფო საქმეებისადმი ინტერესს არ ავლენდა, მაგრამ მისი აქტიურობა 1970-იან წლებში დაიწყო. შაჰი და შაჰბანუ ირანის მოდერნიზირებას ცდილობდნენ. ფარაჰი ირანში მოდის ფუძემდებელი გახდა, ირანელებმა უცხო ენების სწავლა დაიწყეს, გოგონები საბალეტო სკოლაში დაჰყავდათ, პოპულარული გახდა დასავლეთში სწავლა. დედოფალი ირანის პროვინციებს ხშირად სტუმრობდა და ხალხთან ურთიერთობდა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების მდგომარეობას აუმჯობესებდა. თუმცა, ყველაზე დიდ წარმატებას კულტურის სფეროში მიაღწია.

მისი ძალისხმევით ირანში ყველა ისტორიული ფასეულობა და შაჰების რელიკვია იქნა დაბრუნებული, ასევე ფარაჰმა აზიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მუზეუმი შექმნა. დედოფალი ქალთა უფლებებს აქტიურად იცავდა. მისი მოღვაწეობის წყალობით დედოფალი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დასავლეთშიც არანაკლებ პოპულარული გახდა, მეტიც, შაჰი და შაჰბანუ აღმოსავლეთის ულამაზეს წყვილად ითვლებოდნენ.

1979 წლის 4 იანვარს მოჰამედ რეზა იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. რევოლუციის შედეგად შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს. "იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია თეირანის აეროპორტში, როდესაც ქვეყანას ვტოვებდით. მახსოვს, როგორ დაეცა მუხლებზე ერთ-ერთი ოფიცერი და ემუდარებოდა მას, დარჩენილიყო. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო", - იხსენებს ფარაჰ ფეჰლევი.

თავდაპირველად, მოჰამედ რეზა ეგვიპტეში გაემართა, შემდეგ მაროკოში, ბაჰამებსა და მექსიკაში ცხოვრობდა დევნილობაში. ირანის ისლამური მმართველობა მის ექსტრადირებას ითხოვდა. თანდათან ყოფილი მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ლიმფომა აღმოაჩნდა. მოჰამედ რეზა 1980 წლის 27 ივლისს კაიროში გარდაიცვალა. დასაფლავებულია
You must have Flash Player installed in order to see this player.
კაიროს მეჩეთში.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათიმ შაჰის ოჯახს სასახლე გამოუყო. თუმცა, სადათის მკვლელობის შემდეგ ფარაჰმა ეგვიპტე დატოვა და ამერიკაში რეიგანის მიწვევით გაემგზავრა. 2001 წელს ფარაჰს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს, მისი ქალიშვილი, პრინცესა ლეილა ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. 2011 წელს კი უმცროსმა ვაჟმა ალი რეზამ თავი მოიკლა.

ამჟამად, ირანის უკანასკნელი შაჰის ქვრივი, დედოფალი ფარაჰ ფეჰლევი ხან პარიზში, ხანაც კი ვაშინგტონში, უფროს ვაჟთან რეზა კირთან ცხოვრობს. ირანელი ემიგრანტების ნაწილი ვაჟს "შაჰს" უწოდებს, მამის სიკვდილის შემდეგ ის ფეჰლევის სახლის მეთაური და ირანის აწ უკვე არარსებული სამეფოს მემკვიდრე გახლავთ. დედოფალი მხარს უჭერს შვილს პოლიტიკურ მოღვაწეობაში, თუმცა ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ინტერვიუზე ხშირად არ თანხმდება.

ფარაჰი კვლავ გატაცებულია ხელოვნებით, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებს, მას დღემდე მიმართავენ როგორც "მის აღმატებულებას". იგი ირანის პირველი და უკანასკნელი დედოფალი და თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი გახლავთ. 2003 წელს ფარაჰმა წიგნი An Enduring Love: My Life with the Shah გამოსცა, რომელიც უმალვე იქცა ბესტსელერად.

ყველა უბედურების მიუხედავად, რაც ცხოვრების განმავლობაში თავს დაატყდა, მისი აღმატებულება სულის სიმტკიცეს და უკეთესი მომავლის იმედს ინარჩუნებს. სოლიდური ასაკის მიუხედავად (ის უკვე 77 წლისაა), ფარაჰი დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

დუდანა ზაქარაია
AMBEBI.GE
ირანის მოდის
13:34 / 18-02-2016
მართლა რა გაუნათლებლები ხართ ზოგიერთები. მუჰამედ რეზა ფეჰლევი გამორჩეულად პროგრესული შაჰი იყო. რევოლუციის შემდეგ ირანი შუა საუკუნეებში დაბრუნდა. ვინ გიშლით თქვენი ისტორიაც ისწავლეთ და სხვაზეც გქონდეთ ცოტა წარმოდგენა, მაგრამ არაფერი ჩვენ ხალხს აღარ აინტერესებს. მარტო მეშჩანობა და შური....
gujas
16:52 / 16-02-2016
ეს ის ქალბატონია , თეირანის კინოფესტივალზე,სადაც "პირველმა მერცხალმა" პრიზი აიღო და დახურვის დღეს წვეულებაზე ნანა მჭედლიძე რომ ამბობდა,მიწვეულთაგან მხოლოდ ორი ქალი ვიყავით ბრილიანტების გარეშე, მე და ირანის დედოფალიო?!
dali
მსგავსი სიახლეები
პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა
მეჩეთი ყაჯართა ეპოქის დროს აშენდა და დღემდე მოქმედია
სერიული მკვლელებისთვის ნამდვილი ''სამოთხე'' უფრო მეტად დასავლურ ქვეყნებში იყო
+VIDEO| საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, ირანიდან კი გაზი აღარ შემოვა
ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ
"გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ
ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა განაცხადა
რეიჰანე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის მიზნით მოკლა კაცი, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა
11 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ სარაკეტო პროგრამასთან, აშშ-ის საბანკო სისტემის გამოყენება აეკრძალათ
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:39 / 24-07-2016  Image ოდესაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "წრუწი" დააკავეს
გამოცემა უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძეზე დაყრდნობით იუწყება
21:02 / 23-07-2016  Image 6 წლის ანა ავალიანის ოჯახი საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს სასწრაფოდ დახმარებისთვის მიმართავს
გოგონას მშობლები შვილის საქართველოში სასწრაფოდ გადმოყვანაში ითხოვენ დახმარებას.
17:31 / 23-07-2016  Image სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრები
გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე მაია ცინაძე უმუშევარია
14:37 / 23-07-2016  Image "ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი" - აკა სინჯიკაშვილი
ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო გრიმოდინი, ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი ქსანაქსი, ციკლადოლი და კიდევ ბევრნაირი ძაან საშიში წამალი
12:30 / 23-07-2016  Image ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა
+VIDEO მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49