ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა

ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა

ჩვენს რესპონდენტს 31 წლის ასაკში, ყოფილი ქმრების ნაჩუქარი, ხუთი ოქროს ბეჭედი აქვს შემონახული. თუმცა ორ წელიწადში ერთხელ, საპატარძლო კაბით ეკლესიაში სიარული, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალი არ არის. მკითხველი ნანუკას თავგადასავალში სხვა სახალისო ნიუანსებსაც ამოიკითხავს.

- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა "უკეთესს" ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ ძალიან უხასიათოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯლუგუნსაც არ დააყვედრიდა. ერთხელ როცა გაბრაზებული მეც მწვდა თმაში, მივუბრუნდი და ისეთი დავარტყი, იატაკზე დაეცა. თან ჩემს ქმარს ვუყვიროდი, გია მიშველე, დედაშენი მკლავს-თქო. გია რომ შემოვიდა და მე ფეხზე მდგომი დამინახა, დედა კი პირქვე დამხობილი, დამიჯერებდა, რომ მართალი ვიყავი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ქმართან ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, არც მეუღლეს მოუკლავს თავი - დარჩიო. პირიქით, იმას ჩიოდა, რა მინდოდა, მშვიდი ცხოვრება ქორწინებაზე როგორ გავცვალეო. როცა წამოვედი, ერთხელღა მომაკითხა, მეგონა შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი, იმ ოქროულის დაბრუნება უნდოდა, ქორწინების დღეს, რომ მაჩუქა. ყველაფერი უკან მივაყარე, მხოლოდ "რგოლი" დავიტოვე, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

- მეორე ქორწინება როდის შედგა?

- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე "დედას" სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს