ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
13:49 / 28-02-2016
"დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!" - ცნობილი ექიმების, პედაგოგებისა და ავტორების "სიცრუის ილუზია"
ცოტა ხნის წინ ფლორიდელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ცოლის მკვლელობისთვის. ამ კრიმინალურ შემთხვევას მსოფლიო ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ერთი პიკანტური დეტალი: მკვლელი დერეკ მედინა ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების საკითხში. მას ეკუთვნის წიგნი - "როგორ შევინარჩუნე სიცოცხლე, ქორწინება და ოჯახი ურთიერთობის წყალობით"...

ამ სტატიაში მოყვანილია მაგალითები, სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ბედნიერების, შვილების სწორად აღზრდის მქადაგებლებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გადაუსვეს თავიანთ თეორიებს.

ბენჯამინ სპოკი
ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის წიგნზე, რომელიც 1946 წელს გამოიცა, არაერთი თაობა აღიზარდა. ბავშვთა ექიმმა მშობლების ცნობიერება თავდაყირა დააყენა. სპოკი ასწავლიდა ბავშვის მოსმენას, მის ემოციებზე ყურადღების გამახვილებას, მოთმენას სხვადასხვა ასაკობრივი კრიზისის დროს.

სპოკმა დასჯის, შეზღუდვისა და შეშინების ნაცვლად ბავშვისადმი სიყვარული წამოწია წინ, თუმცა, თავის ოჯახში საკუთარი წესების მიხედვით ვერ იმოქმედა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: მაიკლი და ჯონი, ვერცერთთან ვერ მოახერხა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აეწყო. მეტიც, მაიკლს სცემდა კიდეც, რადგან ბიჭი სასკოლო პროგრამას ვერ ითვისებდა. მაიკლს დისლექსია ჰქონდა, ამიტომ, დროთა განმავლობაში, სპოკი მიხვდა, რომ მისი მეთოდები არ მუშაობს და თავი დაანება ბავშვის აღზრდას. მოგვიანებით, მშობლებმა მაიკლი სპეციალურ ინტერნატში გაამწესეს. ჯონთანაც ვერ იპოვა მამამ საერთო ენა. გაუთავებელი კონფლიქტების შემხედვარე ცოლმა ერთხელ მიაძახა სპოკს: "დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!".

მარია მონტესორი
იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის მიერ შექმნილი ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზედ მოთხოვნადია მსოფლიოში. მონტესორიმ უნიკალური სისტემა გამოიგონა, რომელიც ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე ავლენს ბავშვის ნიჭსა და სხვადასხვა უნარს. მთავარია, შექმნა ისეთი თავისუფალი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის შესაძლებლობების გახსნას.

მარიას პირადი ცხოვრება კი მის მიერ დადგენილი მეთოდიკის საწინააღმდეგოდ წარიმართა. მონტესორიმ ვაჟი რომში 1898 წელს გააჩინა, ის 28 წლის იყო და თავის მეთოდიკას უკვე უწევდა პროპაგანდას. ბავშვის მამამ შვილზე უარი განაცხადა. უკანონო შვილი წერტილს უსვამდა ქალის კარიერას, რომელმაც ექიმად მუშაობის უფლება მოიპოვა. მონტესორიმ აწონ-დაწონა პირადი ბედნიერება და პროფესიონალური მხარე და გადაწყვიტა, შვილი ძიძის ოჯახისთვის გადაეცა, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა. მარია შვილის განათლებისთვის ფულს იხდიდა, მაგრამ არ აკითხავდა მას. მარიო დედას 17 წლის ასაკში გამოეცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ პედაგოგმა შვილი საქმეში ჩართო, ისინი ერთად კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამ შვილი ოფიციალურად არ აღიარა.

ალენ კარი
მოწევის ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე მსოფლიოში, ავტორი ბესტსელერისა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დავამარცხოთ მავნე ჩვევა, 2006 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მილიონიანი ტირაჟით გამოცემულ წიგნში ალენ კარმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, როგორ მოვიშოროთ ნიკოტინური დამოკიდებულება. კარის რჩევები მუშაობს: მათ, ვინც მოწევას თავი დაანებეს, უსაზღვროდ მადლიერები არიან, რომ მიეცათ საშუალება, არც კი იფიქრონ სიგარეტზე. იმის მიუხედავად, რომ კარმა 23 წელი გაატარა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავად ფილტვის კიბომ მოუღო ბოლო. თუმცა, როდესაც დაავადების შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ უფრო ადრე მოკვდებოდა, მოწევისთვის თავი რომ არ დაენებებინა.

რობერტ ატკინსი
ამერიკელი ექიმი დიეტოლოგი, რობერტ ატკინსი, მსოფლიოში პოპულარული კვების სისტემის ავტორი, რომელიც დაფუძნებულია ნახშირბადების მცირე დოზებით მიღებაზე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
გარდაიცვალა... ჭარბწონიანობის გამო. მართალია, სამედიცინო ოფიციალურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის თავის დარტყმის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ეს წინაღობა კი არა, მიზეზი და შედეგი გახდა. ატკინსს, რომელიც 116 კილოგრამს იწონიდა, გულის დაავადება აწუხებდა. ეს დაავადება უამრავი ჭარბწონიანისთვის არის დამახასიათებელი. სახლიდან გამოსულმა, მან თავი ცუდად იგრძნო, წონასწორობა დაკარგა, ასფალტზე თავი დაარტყა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ: ეს გასაგებიცაა, დიეტამ მსოფლიო დაიპყრო, მარკეტოლოგებმა მასზე დიდძალი ფული იშოვეს, ახალ ინფორმაციას კი შეეძლო მისი უამრავი მიმდევარი დაეკარგა. როდესაც საიდუმლო გაიხსნა, ატკინსის ნათესავებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მოხვედრამდე ის ბევრად ნაკლებს - 90 კილოგრამს იწონიდა, კლინიკაში კი ექიმებმა უამრავი წამლით გაჭყიპეს. მაგრამ ამ ვერსიის დოკუმენტური დასაბუთება არ მოიძებნა.

ჩჰვე იუნ ჰი
სამხრეთ კორეელმა ტელეწამყვანმა ჩჰვე იუნ ჰიმ, წიგნის ავტორმა ბედნიერებასა და იმედზე, 63 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლესთან ერთად მან იაფფასიან მოტელში თავი ჩამოიხრჩო. ქალმა 20 წიგნზე მეტი გამოსცა, თითოეული მათგანი კი სიცოცხლით ტკბობას ღაღადებდა.

ჩჰვე იუნ ჰი საყოველთაო ჰარმონიის, სიმშვიდის და სამყაროს ისეთი სახით მიღებისკენ მოუწოდებდა, როგორიც არის. და უცებ, ასეთი ოპტიმიზმის ფონზე, სუიციდი! მწერალმა სიკვდილის წინ ბარათი დატოვა, სადაც წერდა, რომ ავად არის და მისი საქმე ცუდადაა. ქალმა, რომელიც სხვებს ურჩევდა, ყვარებოდათ სიცოცხლე, თავად სიკვდილი აირჩია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
11:36 / 29-02-2016
აქ ერთმა დაწერა - ჭკუას მოუხმეთო. ვისაც ჭკუა არ აქვს, ის ვერაფერსაც ვერ მოუხმობს :)

levani
09:18 / 29-02-2016
შეიცან თავი შენი
”როცა , უსაქციელობის გამო, ჯერ კიდევ გრცხვენია . . . .შენში
სინდისი არ მომკვდარა”
როცა საბანს წაიხურავ, საძილედ რომ დაწვები,
სასაუბროდ შენ ფიქრებთან, მარტოდ-მარტო დარჩები,
კიდევ ერთხელ გაიაზრებ, ნაქნარსა დანაფიქალს,
გადასწონი, გადმოსწონი რა გთქვამს და არ გითქვამს.
ლუკმა ვის გაუნაწილე, თვით მშიერმა უპურომ,
-ხომ არ გძლია ავკაცობამ, ან წყევლამ საუკუნომ?
- ღმერთს მადლობა მოახსენე, თუ არა ხარ უგულო,
. . . გასულ დღეს თუ შეგიძლია,- თვალხილულმა უყურო.
luxo
მსგავსი სიახლეები
ფოტოებზე კარგად ჩანს 3 წლის ჯორჯთან ჩამუხლული კემბრიჯის ჰერცოგი...
ფილტვების გაწმენდის მარტივი და ეფექტური მეთოდი
ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 697 ზრდასრულ მწეველზე
ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურება გამოვლინდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით
როგორც კი მოწევას დაანებებთ თავს, ალბათ სურვილი გაგიჩნდებათ, რაც შეიძლება სწრაფად
"მექსიკაში თუ ეწევი, ე.ი რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს და თანაგრძნობით გიყურებს ხალხი"
მონასტრის ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის ნიკოტინის 99%-ს
ახლა ევროპელები უკვე ავტომობილებში მოწევაზეც აწესებენ შეზღუდვებს
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სიგარეტის მოწევას შეუძლია ფსიქიური აშლილობა გამოიწვიოს
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49