09:19 / 19-02-2016
მსუბუქი ყოფაქცევის 10 ცნობილი ქალი, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში სახელი დაიმკვიდრეს
როდესაც ისეთ ისტორიულ პიროვნებებზე, როგორებიცაა მეფე ლუდოვიკო XV, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი და მეფე კარლ II, ბევრი რამ არის ცნობილი, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამ გამოჩენილი მამაკაცების ზურგს უკან მათი საყვარლები იდგნენ, რომლებიც ხშირად მათი მრჩევლები და შვილების დედებიც იყვნენ. ამ ქალებმა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ჰყიდდნენ სიყვარულს, სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავი ისტორიაში. ცნობილი საყვარლები თავის დროზე განათლებული ქალები იყვნენ, მხატვრები, მსახიობები და მკვლევარები. მათი ცხოვრება საიდუმლოებებითა და ინტრიგებით იყო აღსავსე, მამაკაცები კი მათ გამო ყველაფრისთვის იყვნენ მზად...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ფრინა
კურტიზანი ქალი, რომლის სილამაზით ტკბობა დღემდე შესაძლებელია სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ძველი საბერძნეთის ლამაზმანი ფერმწერ აპელესისთვის და სკულპტორ პრაქსიტელესთვის პოზირებდა, რომელმაც პირველმა გადაწყვიტა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე შიშველი გამოესახა. ფრინა იმდენად მდიდარი ქალი იყო, რომ სურდა საკუთარი სახსრებით ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეული თებეს კედლის აღდგენა. მაგრამ, როგორც იმ დროის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების უმეტესობა, ფრინაც არ უყვარდათ და განსჯიდნენ. ერთხელ, ის სასამართლოს წინაშეც წარსდგა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა: სრულიად შიშველმა მოახდინა საკუთარი სილამაზის დემონსტრირება. ფრინა გაამართლეს, რადგან ბერძნებს სწამდათ, რომ ასეთი მშვენიერი სხეულის მქონე ქალბატონს, ტყუილის თქმა არ შეეძლო.

ვერონიკა ფრანკო
ვერონიკა აღორძინების ხანის ერთ-ერთი ცნობილი ვენეციელი ქალი გახლდათ - ძალიან განათლებული პოეტი, რომლის ნამუშევრებს მისსავე სიცოცხლეში აქვეყნებდნენ. ვერონიკამ კურტიზანელი ქალებისა და მათი შვილების დახმარების ფონდი შექმნა. მის საყვარლებს შორის საფრანგეთის მეფე ანრი III იყო. ვერონიკა ვენეციის პრესტიჟულ სალიტერატურო წრეებში მიღებული ქალბატონი გახლდათ, მეგობრობდა ფილოსოფოსებთან და მწერლებთან. ვენეციაში შავი ჭირის გავრცელების შემდეგ სასამართლოში წარსდგა ჯადოქრობის ბრალდებით, მაგრამ ისე მჭევრმეტყველურად და დამაჯერებლად იცავდა თავს სხდომებზე, რომ გაამართლეს.

მადამ დიუბარი
მადამ დიუბარი საფრანგეთის სამეფო კარისთვის ცნობილი იყო, როგორც ლუდოვიკ XV-ს ოფიციალური ფავორიტი. მარი დიუბარიმ, ან მარი ბეკუმ, პარიზში სახელი კურტიზანობით გაითქვა და უამრავი არისტოკრატის ყურადღება მიიქცია. სწორედ მაშინ შენიშნა საფრანგეთის მეფემ ქალი. მარი სასწრაფოდ მიათხოვეს ერთ-ერთ დიდგვაროვანს, რათა მისთვის სამეფო კარი მუდმივად ღია ყოფილიყო. ლუდოვიკ XV-ს სიკვდილის შემდეგ მარი მონასტერში გაამწესეს, შემდეგ კი, რევოლუციის დროს, პარიზში გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

სალი სელისბერი
სალი სელისბერი XVIII საუკუნეში ლონდონის ყველაზე პოპულარული მეძავი იყო. ის ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მუშაობდა პრივილეგირებულ ბორდელში არისტოკრატებისთვის. ცნობილი იყო სილამაზით, იუმორის გრძნობითა და ფეთქებადი ხასიათით, რისთვისაც მიეზღო კიდეც: ერთ-ერთი კლიენტი ოპერის ბილეთების გამო დანით მოკლა, ამის გამო ციხეში ჩასვეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ნელ გვინი
ნელ გვინი ინგლისის მეფის კარლ II-ის ცნობილი ფავორიტი იყო, რომელმაც მას 2 შვილი გაუჩინა. ყმაწვილობაში ნილი ფორთოხალს ყიდდა თეატრში, რის მერეც თეატრალური ხელოვნება შეუყვარდა. ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი გახდა, განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა კომიკური როლები.

კორა პერლი
ემა ელისაბედ კრაუჩი ლონდონში XIX საუკუნეში დაიბადა, საფრანგეთში პანსიონში სწავლობდა, განათლებული და კარგად აღზრდილი გახლდათ. მას მერე, რაც უცნობმა მამაკაცმა ლონდონში გააუპატიურა და ამისთვის ფულიც დაუტოვა, ემა შინ არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაბრუნებულა და კურტიზანი, სახელად კორა პერლი გახდა. კორა პარიზში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მის კლიენტებს შორის იმ დროის ცნობილი არისტოკრატი მამაკაცები იყვნენ.

კეტრინ უოტერსი
XIX საუკუნეში ცნობილ ლამაზმანს, უბადლო გემოვნების მქონე და ძალზედ განათლებულ კურტიზან ქალს კეტრინ უოტერსს მთელი ლონდონი ეთაყვანებოდა. კეტრინი მოტმასნილ სამოსს იცვამდა და ჰაიდ პარკში ცხენზე სეირნობისას უამრავი ხალხი მიდიოდა მის სანახავად. მის საყვარლებს შორის იყვნენ მეფე ედვარდ VII და ნაპოლეონ III. სხვა კურტიზანებისგან განსხვავებით, მისი სიცოცხლე ტრაგიკულად არ დასრულებულა. მდიდარი კეტრინ უოტერსი 80 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა.

ლულუ უაითი
ახალ ორლეანში წითელი ფარნის ქუჩის სტორვილის ისტორია XX საუკუნის დასაწყისში სრულყოფილი არ იქნებოდა ბორდელის მფლობელის, ლულუ უაითის გარეშე. მისი დაწესებულება ჯაზის მოყვარულების საყვარელი ადგილი იყო, სადაც მამაკაცებს სასურველ ქალთან ღამის გატარება შეეძლოთ. ლულუ უაითი ლუი არმსტრონგის სიმღერაში Mahogany Hall Stomp არის ნახსენები.

მართა ჯეინი
მართა ჯეინ კანარი ბერკი - ველური დასავლეთის ფრონტირის მაცხოვრებელი, სკაუტი, ბუფალო ბილის შოუს მონაწილე, იბრძოდა ინდიელების წინააღმდეგ. ერთ დროს ფორტ-ბრიჯერში, ვაიომინგის შტატში მეძავად მუშაობდა. მისი თანამედროვენი აღწერდნენ, როგორც ულამაზეს, შავთვალება ქალს. ბოლოს და ბოლოს ჯეინმა სხვა გზა აირჩია, მამაკაცის ტანისამოსი მოირგო, ამბობდა, რომ მისთვის ასე უფრო მოხერხებულია.

სადა აბე
სადა აბე ბავშვობიდან ოცნებობდა გეიშა გამხდარიყო და ამ ხელოვნებას იოკოგამას გეიშათა სკოლაში დაეუფლა. თუმცა, თავდაპირველად კვაზიგეიშა გახდა, რომლის მოვალეობებში მხოლოდ სექსუალური მომსახურება შედიოდა, შემდეგ კი მეძავობას მიჰყო ხელი. სადა აბე ფსიქიურად არაჯანმრთელი იყო, მას არანორმალური სექსუალური მადა ჰქონდა და მანიაკალურად ეჭვიანი გახლდათ. მასზე მთელი იაპონია ალაპარაკდა, როდესაც საყვარლის მკვლელობისთვის დააპატიმრეს - ქალმა მამაკაცი სასიყვარულო თამაშების დროს დაახრჩო, შემდეგ სასქესო ორგანო მოაჭრა და თან გაიყოლა. სადას ისტორია დროთა განმავლობაში უამრავი მისტიკური ამბებით შეივსო, მან მხატვრები, ფილოსოფოსები, მწერლები და კინემატოგრაფისტები შთააგონა...


სტატია მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE
14:04 / 19-03-2016
დღევანდელ კურტიზანებს ისტორია დააფასებს.
თათე
14:02 / 19-03-2016
თუ გინდა რომ რაღაცით მოხვდე ისტორიაში .მოიქეცი ისე როგორც კურტიზანი ქალები.თუმცა დღეს გარყვნილების ნაკლებობა არ გვაქვს.აუცილებლად დაგიფასდებათ
თათე
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:50 / 30-06-2016  Image "ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს
"ერთადერთი, რაც ამ კვლევებს აერთიანებს, გახლავთ ის, რომ ეს ორი პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება"
09:55 / 30-06-2016  Image ”ხალიკ ბანკი საქართველოს“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით
შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა შესრულდა
13:10 / 30-06-2016  Image შალვა რამიშვილი ''ილო ბეროშვილის შოუს'' აკრიტიკებს - ''თუ სახინიკლე მეტ მაყუთს წერს - რესტორნიც დედაც''!
შალვა რამიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ილო ბეროშვილის შოუზე საუბრობს
13:09 / 30-06-2016  Image ვანგამ ევროპის დაშლა იწინასწარმეტყველა
როგორც გამოცემა The Sun წერს, ვანგამ 11 სექტემბრის ტერაქტი იწინასწარმეტყველა
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49