მამაკაცი 17 წელია თვითმფრინავში ცხოვრობს - დაათვალიერეთ მისი მყუდრო სახლი

მამაკაცი 17 წელია თვითმფრინავში ცხოვრობს - დაათვალიერეთ მისი მყუდრო სახლი

ორეგონელი მამაკაცი 15 წელზე მეტია "ბოინგ 727"-ში ცხოვრობს. პორტლენდში, ტყიან ადგილას განთავსებულ უჩვეულო საცხოვრებელში ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ სახლში: საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა. თვითმფრინავის სახლად გადაკეთების პროექტი ბრიუს კემპბელს 220 ათასი დოლარი დაუჯდა.

კემპბელისა და ბოინგის ურთიერთობა სიზმრით დაიწყო: 1999 წელს მას ხილვა ჰქონდა - ჯართად ქცევისაგან "დაეხსნა" თვითმფრინავები. 23-24 წლის კემპბელმა 25 ათას დოლარად პორტლენდში ის მიწა შეიძინა, სადაც ახლა მისი სახლი-ბოინგი დგას. ექსპლუატაციის ვადაგასული ბოინგი ბრიუსმა 100 000 დოლარად შეიძინა და მყუდრო სახლად აქცია.

რაც მთავარია, კემპბელი ერთ ბოინგზე გაჩერებას არ აპირებს: იაპონიაში, სადაც წლის მანძილზე თითქმის ექვს თვეს ატარებს, ასეთივე სახლი-ბოინგის დადგმას გეგმავს, რისთვისაც ბოინგ 747-ის შეძენა სურს.

იხილეთ გალერეა

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს