შრიფტი
12:28 / 27-02-2017
მსოფლიოს 10 ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალი
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალებს. ბევრმა მათგანმა ხელოვნების, სამოდელო თუ სპორტული მოღვაწეობიდან გადაინაცვლა პოლიტიკურ არენაზე, ზოგიერთების უკან კი წარმატებული დიპლომატიური და სამეცნიერო კარიერა დგას:

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კალინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, 47 წლის - 2015 წლის 15 თებერვალს ხორვატიის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა. 2011-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მრჩეველი იყო საჯარო დიპლომატიის საკითხებში; 2008-2011 წლებში ხორვატიის ელჩი აშშ-ში; ხორვატიის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი (2002-2005); ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი (2005-2008). დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

იუნის ოლსენი, 38 წლის - მის სინგაპური 2000. 2004 წელს, 27 წლის ასაკში პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დანიშნული წევრია. 2008 წელს ოლსენი პრესტიჟული ახალგაზრდული პრემიის Asian Youth Award მფლობელი გახდა და დაინიშნა Young Global Leader-ის პოზიციაზე, რომელიც სინგაპურს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენდა.

მარა კარფანია, 40 წლის - 2006 წელს იტალიის დეპუტატთა პალატაში აირჩიეს პარტიიდან "წინ, იტალია", 2008 წლის 8 მაისს კი სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა. დაქორწინებულია.

ანჟელა გერეკუ, 56 წლის - ჟურნალ Playboy-ის თანახმად, ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსი ქალების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.

ყოფილი მსახიობი, შემდეგ კი საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვიცე-მინისტრი. თანამდებობის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც ათენურმა გაზეთმა "ელეფტეროტიპიამ" გამოაქვეყნა სტატია იმის თაობაზე, რომ ანჟელას ქმარმა ტოლის ვოსკოპულოსმა, რომელიც საბერძნეთში ცნობილი მომღერალი და მსახიობია, 5 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა.

ევა კაილი, 37 წლის - ყოფილი ტელერეპორტიორი, 2007 წლიდან საბერძნეთის პარლამენტის წევრი. 2014 წლიდან მრეწველობის კომიტეტის წევრი.

ანჯელინა სონდაჰი, 38 წლის - მის ინდონეზია 2001, ინდონეზიის პარლამენტის წევრი 2004-2013 წლებში. 2013 წლის 21 ნოემბერს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა და დაეკისრა ჯარიმა 500 მლნ რუპიის ოდენობით. ქვრივია, ჰყავს ვაჟიშვილი.

მაგდალენა ოგურეკი, 36 წლის - პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი, ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორი, პოლონეთის 2015 წლის
პრეზიდენტობის კანდიდატი. დაქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ანა-მარია გალოიანი, 33 წლის - ესტონელი პოლიტოლოგი, სამი კომერციული ორგანიზაციის მმართველობის წევრი, რეფორმათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერი.

ბარბარა სტიმანი - მის ბელგია 2005 გახლდათ, თუმცა შემდგომში პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, დაინიშნა ერთ-ერთ ოლქში, მაგრამ რეიტინგების დაწევის გამო რაიმე უნდა მოემოქმედებინა. გამოსავალი მოიძებნა: ბარბარა ეროტიკული ჟურნალისთვის გადაიღეს. მას შემდეგ რეიტინგი იმდენად მაღალი გახდა, რომ ადგილობრივი აღშფოთებული დეპუტატებიც კი ვერაფერს გახდნენ.

ალეხანდრა ბენიტეს რომერო, 35 წლის - მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში იუნიორთა შორის, სამი ოლიმპიადის მონაწილე. ვენესუელის ერთიანი სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე. 2013-2014 წლებში სპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
19:14 / 27-02-2017
giorgi
0
რა აქვ\ტ ქალებს ტქვენი შესაცოდი თქვე უბედურებო ,ქალები რომ არა შIმშIლით ამოგძვრებოდათ სული. ქართველ გაზუზურაქებულ კაცებს. და ეგ ბიბლიური სისულელეები რომ თითქოს ქალმა დაღუპა კაცი აბსურდია და მეტი არაფერი ებრაელების მოგონილი სისულელე.
17:21 / 27-02-2017
ავოიე ლუხო-ს
0
ლუხოოო,ქალი ისაა ვინც უფალს არ დაუჯერა,ვაშლი მაინც შეჭამა და საჯელად მიიღო ღვთისგან"ტანჯვით გეშვას"-ო! ეხლა გაიგეე? ამიტომ ქალი უნდა გეცოდებოდეს.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49