წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალებს. ბევრმა მათგანმა ხელოვნების, სამოდელო თუ სპორტული მოღვაწეობიდან გადაინაცვლა პოლიტიკურ არენაზე, ზოგიერთების უკან კი წარმატებული დიპლომატიური და სამეცნიერო კარიერა დგას:
კალინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, 47 წლის - 2015 წლის 15 თებერვალს ხორვატიის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა. 2011-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მრჩეველი იყო საჯარო დიპლომატიის საკითხებში; 2008-2011 წლებში ხორვატიის ელჩი აშშ-ში; ხორვატიის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი (2002-2005); ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი (2005-2008). დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
იუნის ოლსენი, 38 წლის - მის სინგაპური 2000. 2004 წელს, 27 წლის ასაკში პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დანიშნული წევრია. 2008 წელს ოლსენი პრესტიჟული ახალგაზრდული პრემიის Asian Youth Award მფლობელი გახდა და დაინიშნა Young Global Leader-ის პოზიციაზე, რომელიც სინგაპურს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენდა.
მარა კარფანია, 40 წლის - 2006 წელს იტალიის დეპუტატთა პალატაში აირჩიეს პარტიიდან "წინ, იტალია", 2008 წლის 8 მაისს კი სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა. დაქორწინებულია.
ანჟელა გერეკუ, 56 წლის - ჟურნალ Playboy-ის თანახმად, ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსი ქალების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.
ყოფილი მსახიობი, შემდეგ კი საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვიცე-მინისტრი. თანამდებობის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც ათენურმა გაზეთმა "ელეფტეროტიპიამ" გამოაქვეყნა სტატია იმის თაობაზე, რომ ანჟელას ქმარმა ტოლის ვოსკოპულოსმა, რომელიც საბერძნეთში ცნობილი მომღერალი და მსახიობია, 5 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა.
ევა კაილი, 37 წლის - ყოფილი ტელერეპორტიორი, 2007 წლიდან საბერძნეთის პარლამენტის წევრი. 2014 წლიდან მრეწველობის კომიტეტის წევრი.
ანჯელინა სონდაჰი, 38 წლის - მის ინდონეზია 2001, ინდონეზიის პარლამენტის წევრი 2004-2013 წლებში. 2013 წლის 21 ნოემბერს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა და დაეკისრა ჯარიმა 500 მლნ რუპიის ოდენობით. ქვრივია, ჰყავს ვაჟიშვილი.
მაგდალენა ოგურეკი, 36 წლის - პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი, ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორი, პოლონეთის 2015 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი. დაქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი.
ანა-მარია გალოიანი, 33 წლის - ესტონელი პოლიტოლოგი, სამი კომერციული ორგანიზაციის მმართველობის წევრი, რეფორმათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერი.
ბარბარა სტიმანი - მის ბელგია 2005 გახლდათ, თუმცა შემდგომში პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, დაინიშნა ერთ-ერთ ოლქში, მაგრამ რეიტინგების დაწევის გამო რაიმე უნდა მოემოქმედებინა. გამოსავალი მოიძებნა: ბარბარა ეროტიკული ჟურნალისთვის გადაიღეს. მას შემდეგ რეიტინგი იმდენად მაღალი გახდა, რომ ადგილობრივი აღშფოთებული დეპუტატებიც კი ვერაფერს გახდნენ.
ალეხანდრა ბენიტეს რომერო, 35 წლის - მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში იუნიორთა შორის, სამი ოლიმპიადის მონაწილე. ვენესუელის ერთიანი სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე. 2013-2014 წლებში სპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ