Telegraph: თბილისი - ქალაქი, რომლის მონახულებაზეც არასოდეს გიფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა ნახოთ

Telegraph: თბილისი - ქალაქი, რომლის მონახულებაზეც არასოდეს გიფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა ნახოთ

ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა მკითხველებისთვის იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, რომლის მონახულებაზეც "მათ არასოდეს უფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა მოინახულონ". 21 ქალაქს შორის თბილისიც მოხვდა.

სტატიის ავტორი, კლერ ოლფრი ტურისტებს რჩევებს აძლევს: "საქართველოში ბევრი ტურისტი არაა ნამყოფი, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის. ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების რიცხვის ზრდასთან ერთად, ისტორიული უბნების განახლებაც გრძელდება. ევროპისკენ აღებული გეზით თბილისი ჰგავს ქალაქს, რომელიც საბოლოოდ საკუთარ თავს ემსგავსება. ერთი სიტყვით, სწრაფად გაემგზავრეთ თბილისში, სანამ სხვა დაგასწრებთ".

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

"ქეთი მელუაც საქართველოს ფანი გახლავთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მისი სამშობლოა. "ძველი თბილისი თავისი მოხვეული, ვიწრო ქუჩებით ჩაძირულია ისტორიაში, რომელიც ცალკე აღფრთოვანების საგანია", - ვკითხულობთ სტატიაში მომღერლის სიტყვებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს