რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ თეთრეული იდეალურად შეარჩიოთ

რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ თეთრეული იდეალურად შეარჩიოთ

როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი და შეუხამოთ ის ტანსაცმელს:

გამჭირვალე ზედატანის ან კლასიკური, თხელი პერანგის შიგნით თეთრის ნაცვლად - ხორცისფერი ბიუსტჰალტერი ჩაიცვით. ის ნაკლებად შესამჩნევი იქნება. თეთრი თეთრეული შედარებით დახურული და სქელი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლისთვის გამოიყენეთ.

ყველა გოგონას გარდერობში უნდა იყოს მინიმუმ ორი წყვილი: ხორცისფერი თეთრეული, შედარებით მუქი - ზამთრისთვის და მკვეთრი ფერის - ზაფხულისთვის.

ლიფის ზონარი, რომელიც ტანსაცმლიდან ჩანს, დიდი ხანია აღარ ითვლება კატასტროფად. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ - ფერების შეხამებაა.

თეთრეულის არჩევისასაც უნდა დაიცვათ გარკვეული "დრეს-კოდი". არ ღირს ძვირფასი აჟურული საცვლების ჩაცმა - სპორტული ტანისამოსის შიგნით, სპორტული ლიფი კი ძალიან ცუდად გამოჩნდება კლასიკურ, ამოღებულ მაისურში. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.

გამჭირვალე ტანსაცმელთან სადა ბიუსტჰალტერი ჩაიცვით, რომელიც არ იქნება გაფორმებული დეკორაციებით. ის ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

და ბოლოს, შიდა თეთრეულის "სოცოცხლის" მაქსიმალური დრო 2-3 წელია. ამიტომ, როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ ის, თუ უკვე 5 წელია ატარებთ, დროა ახლით შეცვალოთ განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს