ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
11:14 / 01-03-2016
რუსი მილიარდერის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსულ-ქართული ბომონდი დაესწრო
მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსი შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალიშვილს რუსმა მილიარდერმა სერგეი სარქისოვმა გადაუხადა.

სარქისოვის ქონება 1,5 მილიარდ დოლარს ითვლის და რუსეთის 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა. დაზღვევისა და უძრავი ქონების მაგნატი კომპანია РЕСО-Гарантия-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მას ქართველი მეუღლე ჰყავს - რუსუდან მახაშვილი. 5 შვილიდან ერთ-ერთმა ია სარქისოვამ კი ცოტა ხნის წინ ქართველ ახალგაზრდაზე - მიხეილ მახარაძეზე იქორწინა. სწორედ იასა და მიხეილის ქორწილისთვის შეიკრიბა კახეთში რუსული და ქართული ბომონდის ნაწილი.

იხილეთ ვიდეო
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ქორწილის შესახებ რუსული მედიაც წერს. super.ru-ს ინფორმაციით, მდიდრული ქორწილი თბილისთან ახლოს, კახეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" გაიმართა. "ჭამე, იმღერე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე!" - ასე აღწერენ ქორწილის სტუმრები წვეულებას, რომლის ფურშეტებიც რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული სასტუმროს ტერიტორიის ყველა კუთხეში იყო გაშლილი. უგემრიელესი ქართული ყველი, ჩურჩხელები, ხინკალი საუკეთესო მზარეულისგან - მთავარი ბანკეტის დაწყებამდე სტუმრებისთვის სასტუმროს ეზოში უამრავი თავშესაქცევი იყო. სიძე-პატარძლის რუსი და ქართველი ნათესავების განწყობაზე წვეულებაზე მოწვეულმა მომღერლებმა იზრუნეს - თამარ გვერდწითელი, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, მარკ ტიშმანი, ვალერი სიუტკინი. ახალგაზრდა
მსმენელი განსაკუთრებით გაამხიარულა ცნობილი რეპ-დუეტის Madcon-ის გამოჩენამ დარბაზში.

პატარძალმა ქორწილის დღეს სამჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი. ულამაზესი საქორწილო კაბა პირველად ქართული ცეკვის შესასრულებლად გამოიცვალა და ტრადიციული ქართული კაბით ჩაანაცვლა, რომლითაც იცეკვა ჩოხაში ჩაცმულ მეუღლესთან ერთად. რაც შეეხება სტუმრებს, რამდენიმე ასეულ სტუმარს შორის, რომლებიც რუსეთიდან ორი თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, ცნობილი სახეებიც იყვნენ, მათ შორის მხატვარი ბორის კრასნოვი, ბიზნესმენი ვლადიმერ კისილევი, Роскино-ს დირექტორი ეკატერინა მწითურიძე.
20:14 / 03-04-2016
ქეთინო სარქისოვა-წიქარაძე
0
გილოცავთ! გისურვებთ ბედნიერებას,გამრავლებას.
22:29 / 31-03-2016
...
0
მე ბოღმა ვარ.მაგრად არ გამიხარდა რომ ასეთი ქორწილი გადაიხადეს!
მსგავსი სიახლეები
+PHOTO პატარძალი 150 სტუმრის წინაშე თავბრუდამხვევი კაბით წარსდგა
მსახიობი ზურაბ ნიჟარაძე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადახადა
ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, წყვილს ორი ვაჟი ჰყავს
PHOTO+VIDEO განსაცვიფრებელი იყო 8 მეტრი სიგრძის, 46 კგ წონის, ბროლის თვლებით შემკული კაბა
+VIDEO| ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომით შევიდა ოთახში, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა
ამ წყვილმა შუაგულ კარიბის ზღვაში იქორწინა - მათი ფოტოები აღგაფრთოვანებთ!
დედოფალ ვიქტორიას საკულტო ქორწილი, რომელმაც "თეთრი კაბის" კულტურა დაამკვიდრა
გზამკვლევი მსოფლიო დონის ექსპერტისგან
სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:18 / 29-07-2017  Image ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა
12:59 / 29-07-2017  Image ანტალიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა
14:58 / 29-07-2017  Image "მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი
"ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის"
10:02 / 29-07-2017  Image რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"
"ღვთის­მ­შო­ბე­ლი იცავ­და ამ ქა­ლაქს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს"
15:36 / 28-07-2017  Image როგორ აღმოჩნდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე
ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49