ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
09:25 / 02-03-2016
"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი
XX საუკუნის ყველაზე გახმაურებული ტრაგედია მოსვენებას არ აძლევს მწერლების, რეჟისორების, მკვლევარებისა თუ ისტორიკოსების წარმოსახვას. თითქოს 1500 დაღუპული ადამიანის სული ითხოვს მომხდარში გარკვევას და საბოლოო წერტილის დასმას კატასტროფის მიზეზების კვლევაში...

1912 წელს "ტიტანიკი" ყველაზე დიდი ტრანსკონტინენტური სამგზავრო ლაინერი იყო. 1912 წლის 15 აპრილს თავის პირველივე რეისში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში. მის ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად იმყოფებოდა 2200 მგზავრი, რომელთაგან გადარჩა 705. ჩაძირვის მომენტში წყლის ტემპერატურა არაუმეტეს მინუს ორი გრადუსი იყო ცელსიუსით და ბევრი სხეულის გადაცივების შედეგად დაიღუპა.

თანამედროვე მწერალმა და ჟურნალისტმა ენდრიუ უილსონმა გამოუშვა წიგნი "ტიტანიკის ჩრდილი". მასში ავტორი კიდევ ერთხელ აღწერს "ტიტანიკის" დაღუპვას, რამაც წარუშლელი შავი ლაქა დატოვა ამ საშინელ ტრაგედიას გადარჩენილი 705 ადამიანის ცხოვრებაში, წერტილი დაუსვა სიმდიდრის, ფუფუნების და პრივილეგიების ხანას მათ ცხოვრებაში.

დღესდღეობით "ტიტანიკის" არცერთი მგზავრი ცოცხალი აღარ არის. ბოლო გადარჩენილი, მილვაინა დინი 2009 წელს გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ტრაგედიის მომენტში ის მხოლოდ 9 თვის გახლდათ. რასაკვირველია, მას არაფერი ახსოვდა, მაგრამ ისტორიულ ხომალდზე მისი ყოფნის ფაქტმა, ამ ქალის ცხოვრება (განსაკუთრებით 1985 წლის შემდეგ, როცა "ტიტანიკი" იპოვეს) უცნაურად პოპულარული და დატვირთული გახადა. ტრაგედიის თვითმხილველნი იხსენებდნენ, რომ დახრჩობისთვის განწირულთა ყვირილი ცხოვრების ბოლომდე სდევდა მათ. ზოგს ეს ფუტკრების გუნდის ბზუილისგან წარმოქმნილ გუგუნს აგონებდა, ზოგი კი ინგლისის თასზე საფეხბურთო მატჩზე 100 ათასი გულშემატკივრის ღრიალს ადარებდა მას.

ჯოზეფ ბრიუს ისმეი (პირველი კლასის მგზავრი, კაიუტები #52, 54, 56, ბილეთი #112058), კომპანია "უაით სთარ ლაინის" აღმასრულებელი დირექტორი გადარჩა, მაგრამ შერცხვენილი დარჩა. გემზე სახომალდო კომპანია "უაით სთარ ლაინის" დირექტორ-განმკარგულებლის თანამდებობა ჯოზეფ ბრიუს ისმეის ეკავა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი "ტიტანიკის" კონსტრუირებაზე და სწორედ მან გადაწყვიტა უარი ეთქვა 48 ცალ სამაშველო კარჭაპზე, ფინანსების დაზოგვის მიზნით. გამოთვლებით, ამ კარჭაპებით შესაძლო იქნებოდა კიდევ 1500 ადამიანის გადარჩენა, ანუ თითქმის ყველა დაღუპულის...

როგორ ცხოვრობდა მთელი ამ მომდევნო წლების განმავლობაში პიროვნება, რომელიც ასე თუ ისე დამნაშავე იყო ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვაში? ცნობილია, რომ იგი თანდათან ასკეტად იქცა, ხოლო თუ სადმე გამგზავრება უხდებოდა, ყოველთვის მატარებელს ირჩევდა, სადაც მთელ კუპეს უკვეთავდა. ურთიერთობდა მხოლოდ უსახლკაროებთან, რომელთაც პოულობდა ქალაქის პარკებში და ესაუბრებოდა. მაგრამ დირექტორ-განმკარგულებლის სიმდაბლეს აძლიერებს კიდევ ერთი ფაქტი. როგორც აღმოჩნდა, არსებული წესის - "პირველ რიგში ქალები და ბავშვები" - მიუხედავად, მან თავისთვის ნახა ადგილი კარჭაპში და გადარჩა. ხოლო როცა გადარჩენილები გემმა "კარპატიამ" აიყვანა, მან თავისთვის ცალკე კაიუტა მოითხოვა, მაშინ როცა სხვები იატაკსა თუ მაგიდებზე განლაგდნენ.

კატასტროფას გადარჩენილთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად დადგინდა რამდენიმე საერთო პოსტტრავმატული სინდრომი. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ 17 წლის ჯეკ ტეიერი, რომელიც, ისმეისგან განსხვავებით, სხვებს ეხმარებოდა კარჭაპებში ჩასხდომაში, თავად კი უარი განაცხადა. მან გადარჩენა იმით მოახერხა, რომ ყინულოვან წყალში გადახტა და გადაბრუნებულ კარჭაპს ჩაეჭიდა. სამშობლოში ის გმირად დაბრუნდა, რომელსაც მთელი ქვეყანა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეთაყვანებოდა. წლების მანძილზე, მას თანდათან განუვითარდა გახანგრძლივებული დეპრესია, ხოლო როცა "ტიტანიკის" კატასტროფის მორიგ წლისთავზე დედა გარდაეცვალა (მამამისი კატასტროფის დროს დაიღუპა), ხოლო მეორე მსოფლიო ომში შვილიც დაეღუპა, ჯეკმა ვენები გადაიჭრა. ის იყო ერთ-ერთი იმ 10 ადამიანიდან, ვინც ლაინერის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

იმ საშინელ ღამეს გადარჩენილებიდან ბევრს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ზოგს ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობამაც მოუწია. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა მუნჯი კინოს მსახიობი დოროთი გიბსონი. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ მისმა პროდიუსერმა და მეგობარმა ჟულ ბრულიატურმა გადაიღო ფილმი "ტიტანიკიდან გადარჩენილნი", რომლის მთავარი გმირი, ბუნებრივია დოროთი გახდა. კადრში ის იმავე კაბაში ჩანდა, რაც ტრაგედიის დღეს ეცვა და მან ლამის თავიდან განიცადა გადატანილი საშინელება დაღუპულ მგზავრებთან ერთად. ეს გახდა მისი უკანასკნელი როლი, ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო თამაში.

წიგნში "ტიტანიკის ჩრდილი" მოყოლილია ცოლ-ქმარ გორდონების - სერ კოსმო დაფის და ლიუსილის ბედის შესახებ. სწორედ მოდელიერი ლიუსილი იყო პოპულარული სიტყვა "შიკის" ავტორი. წყვილი გადარჩა კარჭაპით, რომელიც 65 ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ იქ მხოლოდ 12 იმყოფებოდა. ამბობენ, რომ კოსმო დაფი იმით გადარჩა, რომ თითეულ მეზღვაურს 5-5 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რომ მათ ის და მისი ცოლი რაც შეიძლება სწრაფად განერიდებინათ ჩაძირვის პროცესში მყოფი "ტიტანიკისგან". მაგრამ ამით გორდონებმა სხვებს მოუსპეს გადარჩენის შანსი. გადარჩენის შემდეგ პირველივე დღეს მეუღლეები ერთ-ერთ რესტორანში მოწყობილ საღამოზე მივიდნენ, სადაც ნაბახუსევი ლიუსილი საკმაოდ დაუფიქრებლად აღწერდა მომხდარ ტრაგედიას. ამ შემთხვევის გამო სერ გორდონი სოციალურ გარიყულად იქცა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს. ლიუსილის სამოდელო ბიზნესი კი მალე დასრულდა, რადგან ქალბატონის უჭკუობამ და ფინანსურმა უმეცრებამ გააკოტრა.

"ტიტანიკის" გემბანზე იმყოფებოდა 143 ქალი, ვინც პირველი კლასით მგზავრობდა და მათი ბილეთები 875 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამ ქალებიდან დაიღუპა 4, მათგან სამმა უარი განაცხადა კარჭაპში ჩაჯდომაზე. ხოლო იმათგან, ვინ მესამე კლასის კაიუტების ბილეთები იყიდა 12-12 გირვანქად, დაიღუპა ნახევარზე მეტი.

ალბათ, ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ სიკვდილი არ არჩევს ადამიანებს სოციალური სტატუსის მიხედვით: კომპანია "უაით სთარ ლაინის" მიერ დაღუპულთა გვამების საძებნად გაგზავნილმა გემმა, ხმელეთზე გადაასვენა მხოლოდ ისინი, ვინც პირველი კლასით მგზავრობდა, დანარჩენებმა კი სამუდამო განსასვენებელი ზღვის ფსკერზე ჰპოვეს.

"ტიტანიკმა" წყლის ქვეშ წაიყოლა ასობით იმ დროის ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანი. ამათგან ერთ-ერთი იყო მილიონერი ჯონ ჯეიკობ აქტორი. მის სხეულთან ერთად ფსკერიდან ამოიღეს ოქროს საათი, ბეჭედი ბრილიანტით, რომლის ფასიც დღევანდელი კურსით 57 ათასი დოლარია, მამაკაცის პერანგის საკინძები და 2500 დოლარი ნაღდი ფული. მილიონერის სახელს დაღუპვის შემდეგ წარმოთქვამდნენ როგორც გმირისას - მან ხომ უარი განაცხადა კარჭაპში ჩაჯდომაზე. ჯეიკობ აქტორის შესახებ ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც მილიონერის ანდერძი გახდა ცნობილი. უკანასკნელი სურვილის თანახმად, მისი 19 წლის ორსული მეუღლე მადლენი მთელ ქონებას კარგავდა განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში. ჩანს, მილიონერი არ აპირებდა ასე მალე იმქვეყნად გამგზავრებას.

ტრაგედიის პირველ წლებში მადლენი ჩანდა ნიუ-იორკის საზოგადოებაში. მან მაინც მოახერხა ახალი ქმრის პოვნა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. მისი მომდევნო მამაკაცი, ვისთანაც ხანგრძლივი რომანი ჰქონდა, იყო იტალიელი მოკრივე, რომელიც მას სისტემატურად სცემდა. ბედისწერა სასტიკი იყო მადლენისადმი, ისევე როგორ სხვა გადარჩენილებისადმი, თითქოს შურს იძიებდა გადარჩენის გამო. მადლენი 1940 წელს გარდაიცვალა სრულიად მარტო. ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. სიკვდილის წინ ის ხშირად იმეორებდა: "ტიტანიკმა დაანგრია ჩემი ნერვული სისტემა".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
12:05 / 03-03-2016
NO PASSARAN!!! :DDDDD
ეს ორი SS უფრო მაგრობაა?:)))

პ.ს. ლევანმა იჩქარა, თორემ ბევრი აყაყანდებოდა მაგ -2-ზე :) გამომივიდნენ აქ ტორიჩელის ასისტენტები:)
სააკაძე
04:03 / 03-03-2016
Leo
leoo leo
მსგავსი სიახლეები
"წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო"
ამბობდა, "გოგოებს მხოლოდ ჩემი გმირები უყვართ, რომლებსაც ვთამაშობ და მე კი არაო"
"დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა"
ტრაგედია ცხინვალში - დაღუპულია 6 რუსი სამხედრო
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა
შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:51 / 28-09-2016  Image "დღეს ჩემი კორპუსიდან 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ" - თბილისში ე.წ. ბიოს კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
"ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
10:01 / 29-09-2016  Image "ქმარი თუ მეხმარება? კი. ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, რომ გამოსვლისთანავე მომაჩეჩოს" - როგორია ერთი ქართველი დედის ყოფა
სულ უბრალო ფრაზების მიღმა მთელი დრამაა ჩატეული
15:09 / 28-09-2016  Image საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
13:11 / 28-09-2016  Image ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი
გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს "ევრონიუსის" ფეისბუქის გვერდიდან
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49