როგორ იახტებს ფლობენ რუსი მილიარდერები

როგორ იახტებს ფლობენ რუსი მილიარდერები

იახტა "კვანტუმ ბლუ" სიგრძეში 104 მეტრია და ეკუთვნის სააქციო საზოგადოება "მაგნიტის" გენერალურ დირექტორ სერგეი გალიცკის. ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით, "კვანტუმ ბლუ" მსოფლიოში სიდიდით 29-ე იახტაა. მისი კორპუსი რკინის არის. იახტაზე უხვადაა კომფორტული ოთახები, სპორტდარბაზი, კინოთეატრი, სპა სალონი, ლიფტი, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, აუზი, ჯაკუზი, ფარეხი საზღვაო ტექნიკისთვის და მრავალი "საჭირო" სათავსო.

იახტა სახელწოდებით Madam GU ეკუთვნის რუსეთის დუმის დეპუტატ ანდრეი სკოჩს. იახტა სიგრძეში 99 მეტრია, ჰოლანდიაშია აწყობილი და შეუძლია საათში 45 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს. ყველაზე დიდი იახტების სიაში Madam GU 35-ე ადგილს იკავებს.

ჰოლდინგ "ინტერროსის" პრეზიდენტი ვლადიმირ პოტანინი, რომელიც "ფორბსის" ვერსიით, ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია, 8 მეტრი სიგრძის იახტას ფლობს, სახელწოდებით "ნირვანა". მასში განთავსებულია უზარმაზარი სალონი, 3D კინოთეატრი, ბარები, ტერასები და რესტორანი. სავარჯიშო დარბაზი, ტერარიუმი ეგზოტიკური რეპტილიებით, ლიფტი და ვერტმფრენის სადგომი.

კომპანია "პიკის" თანადამაარსებელი კირილ პისარევი ჰოლანდიური იახტა 4YOU-ს მფლობელია. იახტის სიგრძე 54,3 მეტრია. 4YOU-ს მაქსიმალური სიჩქარე 29 კილომეტრი საათში შეუძლია განავითაროს. მას აქვს ექვსი კომფორტული ოთახი ჯაკუზით, მასაჟის ოთახით, სპორტდარბაზით, ლაუნჯით, პიანინოთი და იქ 12 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

2011 წელს გამოსული იტალიური იახტის (სიგრძე 134 მეტრი) მფლობელი გახლავთ S.P.I. Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იური შეფლერი. ის "ფორბსის" მიხედვით, რუსეთის მდიდარ ადამიანთა შორის 49-ე ადგილზეა, მისი იახტა კი სიდიდით 12-ე ადგილს იკავებს. იახტაზე 4000 კვადრატული მეტრი ფართია. მასზე განლაგებულია აუზი ზღვის წყლით, ორი ვერტმფრენი და წყალქვეშა ნავი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი