ამ ორსულებს შორის განსხვავება მხოლოდ 4 კვირაა... - ვირუსულმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიარა

ამ ორსულებს შორის განსხვავება მხოლოდ 4 კვირაა... - ვირუსულმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიარა

ავსტრალიელი ფიტნეს-ინსტრუქტორი შანტელ დუნკანი მარტის ბოლოს პირველი შვილის დედა გახდება. ფოტო, რომელიც ვირუსულად მოედო ინტერნეტსივრცეს, მან რამდენიმე თვის წინ განათავსა ინსტაგრამის პირად გვერდზე. ფოტოზე შანტელი მეგობართან, ნატისთან ერთადაა გადაღებული. ნატი მესამე შვილზეა ორსულად. ორსულებს შორის სულ რაღაც ოთხი კვირაა განსხვავება, თუმცა ფოტოზე სხვაობა ნამდვილად ძალიან დიდია.

შანტელმა ფოტოს წარწერაც დაურთო: "ჩვენი პატარები რამდენიმე კვირის დაშორებით დაიბადებიან. ნატი მარტის დასაწყისში ელოდება, მე მარტის ბოლოს. ყველა ორსული ერთმანეთისგან განსხვავებულია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე რაიმეს არასწორად აკეთებს ორსულობის დროს. ჩვენ ორივეს ჯანმრთელი პატარები გვყავს მუცელში, ორივეს ორსულობა არაჩვეულებრივად მიმდინარეობს და ორივე თავს არაჩვეულებრივად, ენერგიულად ვგრძნობთ".

კიდევ ერთ ფოტოში, რომელიც ფიტნეს-მოდელმა რამდენიმე დღის წინ განათავსა სოციალურ ქსელში, შანტელი უკვე რვა თვის ორსულია. მთელი ორსულობის მანძილზე მოდელს ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა არ შეუწყვეტია. ორსულობის ბოლო თვეშიც კი მისი სხეულის ფორმები მცირედითაა შეცვლილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს