ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
18:30 / 06-03-2016
ახლოვდება მზის სრული დაბნელების პერიოდი, რომელიც ხდება 9 მარტს და მთვარის დაბნელება - 23 მარტს - რას გვირჩევენ ასტროლოგები
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მარტში მოსალოდნელი მზის სრული დაბელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ახლოვდება მზის სრული დაბნელების პერიოდი, რომელიც ხდება 9 მარტს, გამთენიისას, თევზების ნიშანში, ხოლო მთვარის დაბნელება - 23 მარტს იქნება

დაბნელებებს შორის პერიოდი, ტრდიციულად რთულად ითვლება და დიდ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

პერიოდი 7.03 - 25.03 შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდობიანად გაიაროთ. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი - ჩვენი აზრები, განზრახვები, თავისთავად, ქმედებები, ვინაიდან ეს ,,დაბნელებების დერეფანი,, მართლაც საბედისწერო მნიშვნელობისაა, რამდენადაც ამ პერიოდში გაკეთებულ გაცნობიერებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულნი არიან ბედისწერის გასუფთავებასა და გაუმჯობესებაზე, რეალურად შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ.

დაბნელებებს შორის პერიოდის ქცევაზე, საქმეებზე, აზრებსა და ემოციებზეა დამოკიდებული როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება უახლოესი 18,5 წელში

დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ მუტაბელური ჯვრის ნიშნები - პირველ რიგში თავად თევზები, მერე ქალწული, ასევე მშვილდოსანი და ტყუპები.

ეს მით უფრო აქტუალურია ადამიანებისთვის, ვინც ამ დაბნელების სიახლოვეს არიან დაბადებულნი - ანუ 9-10 მარტს, ასევე 12-13 სექტემბერს, 9-10 ივნისსა და 11-12 დეკემბერს, ასევე ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვინც ნებისმიერი თვის 8-10 რიცხვებში არიან დაბადებულნი.

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ასევე მათთის, ვის ჰოროსკოპშიც დაბნელების წერტილი, თევზების მე-19 გრადუსი მნიშნელოვან კუთხეებს ან პლანეტებს ემთხვევა

ასევე, ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც ე.წ კარმულ წლებში არიან - 16-18,5; 26-28; 36-38; 46-48; 55-57; 74-75, 93-95

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,- დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით - დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

თუ შესაძლებელია საერთოდ, 7 -26 მარტის პერიოდში ნუ დაიწყებთ ნურაფერს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენთვის, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით და სწორი გათვლით გააკეთეთ ეს.

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე, ანუ 06-11 მარტი)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

შესაძლოა მოგეჩვენოთ
რომ დაბნელებების პერიოდი მხოლოდ ნეგატივს გვპირდება - ეს ასე არ არის! ამ პერიოდს თან სდევს ასევე უდიდესი განმწმენდისა და ტრანსფორმაციის ძალა. კი, მან შესაძლოა გამოავლინოს ჩვენი მანკიერი მხარეები და ასევე, გამოკვეთოს სულიერი მისიის მთავარი მიმართულებები და ეს ზოგიერთ შემთხვევაში უხეში ფორმითაც მოხდეს, მაგრამ გაცნობიერებულ ადამიანს შეუძლია ამ ძალის გონივრულად გამოყენება თავის და სასიკეთოდ, ვინაიდან ეს უდიდესი ტრანსფორმაციის ძალა იძლევა ცხოვრების კარდინალურად შეცვლის, თამამი მიზნების გახორციელების უნიკალურ შესაძლებლობებს!

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად, სასიკეთოდაც კი ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!

წარმატებები თქვენ!".
12:47 / 07-03-2016
luxo
0
ასტროლოგ ქალბატონ ქეთის ურჩევ დაბნელების დღეს, 23 მარტს დალიოს ერთი ჩაის ჭიქა შავი ღვინო და ისე დაიძინოს და 24 მოგვიყვეს რა სიზმარსაც ნახავს.
12:43 / 07-03-2016
!!!
0
კომბლე)), ყოველთვის ფორმაში ხარ))
ჩემთვის ქართული ინტერნეტსივრცე მხოლოდ ipn.ge - თ შემოიფარგლება და ათასში ერთხელ, იქვე, რეკლამირებულ გვერდებზე ვაწკაპუნებ.
ამ სტატიის აკადემიურობას მეც ეჭვქვეშ ვაყენებ, მაგრამ, ზოგადად, ასტროლოგიას უკვე ძალიან სერიოზულად ვუყურებ ... ბევრ რამეს გავეცანი. კაცობრიობა თანამედროვე ტექნოლოგიებით თითქოს უდიდეს აღმოჩენებს აკეთებს, მაგრამ ადამიანმა ჯერ კიდევ, მაინც, ძალიან, ძალიან ცოტა რამე იცის საკუთარი თავისა თუ სამყაროს შესახებ... როგორც ევოლუციური არსება განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე ვართ.
გამიხარდა რომ "გადაგეყარე"))
მსგავსი სიახლეები
"დაბნელების დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემენ გავიმყაროთ სასარგებლო ურთიერთობები"
პირველ რიგში, ეს შეეხება პირად ცხოვრებას
დაბნელება - მზის იქნება თუ მთვარის, მნიშვნელოვან კოსმიურ ცვლილებებს იწვევს

პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლი
მზის დაბნელება და მისი ენერგეტიკა ყველაზე მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და მოზარდებზე
დედამისწითვის მზის სინათლის 90% დაიბლოკება
მზის დაბნელების ყველაზე ეფექტური ფოტოები დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან
+VIDEO დღევანდელი მზის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1999 წლის შემდეგ
მზის დაბნელებამ შესაძლოა, ევროპის მთელ ტერიტორიაზე დენის გათიშვა გამოიწვიოს

უცნობი ფაქტები მთვარის შესახებ

ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:21 / 22-07-2017  Image თეა წულუკიანმა გერგეთის სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა
+PHOTO| თეა წულუკიანმა მეუღლესთან ხელი გასული წლის 4 დეკემბერს მოაწერა
17:23 / 22-07-2017  Image ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა
ერთმანეთს ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა
11:33 / 22-07-2017  Image როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას
PHOTO+VIDEO "ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები"
15:02 / 22-07-2017  Image "ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი
ამოვთქვი და მომავალშიც ბევრს ვიტყვი...
13:33 / 22-07-2017  Image პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა
"შარლოტას დაბადება ფანტასტიკური მოვლენაა, ის ზეციური საჩუქარია"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49