ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე

ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს, ჰიგიენასთან დაკავშირებული რა პრობლემები იმალებოდა როკოკოს ეპოქის ქალბატონების ჰაეროვანი კაბებისა და რომანტიკული გარეგნობის უკან მე-19 საუკუნის დასაწყისში...

სულ რაღაც 150-200 წლის წინ, ოფლის სუნთან გამკლავება არც ისე მარტივი იყო. ინტიმური ადგილების რეგულარული დაბანა კი უშვილობის მიზეზად ითვლებოდა. თავში იშვიათად მოსდიოდა ვინმეს აზრად ცხელი აბაზანის მიღება. ითვლებოდა, რომ წყალთან ერთად, ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, რაც ასუსტებდა ორგანიზმს და ტიფის შეყრა მარტივი გახდებოდა.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE

რამდენიმე საუკუნით ადრე, მაგალითად მე-15 საუკუნეში, მონარქები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ბანაობდნენ. მაგალითად, დედოფალმა იზაბელამ ქორწილის დღისთვის ცხოვრებაში მეორედ იბანავა, მანამდე მხოლოდ ერთხელ, დაბადების შემდეგ დაბანეს. ლუდოვიკო ХIV-ს ბანაობა ექიმებმა აიძულეს. მე-18 საუკუნემდე დაბანას მხოლოდ ხელები და პირი ექვემდებარებოდა. თუმცა, არც რეგულარულ დაბანას უწევდნენ რეკომენდაციას ექიმები. ითვლებოდა, რომ ეს თვალების ანთებას და მხედველობის დაკარგვას იწვევდა.

სამაგიეროდ, იმ დროს დიდი წარმატებით სარგებლობდა ბალახების ნაყენები, ვარდისფერი წყალი და არომატული გამხმარი ბალახებით დამზადებული პატარა ბალიშები, რომლებსაც ტანსაცმელზე იმაგრებდნენ სუნის გასანეიტრალებლად. ლუდოვიკო ХIV-ს დროს სუნამოს მეფის ბრძანებით მოიხმარდნენ. სუნამოს პკურების გარეშე სამეფო კარზე გამოჩენის უფლება არავის ჰქონდა - საჭირო იყო დაუბანელი არისტოკრატების სუნის ჩახშობა.

მე-18 საუკუნეში გრანდიოზული ვარცხნილობები გახდა მოდური. თმებს პროფესიონალი სტილისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აყენდებდნენ. იმისთვის, რომ ვარცხნილობას ფორმები არ დაეკარგა, ლამაზმანებს სპეციალურ თავის დასადებებზე ეძინათ. ასეთი ხელოვნების შედევრებს თვეების განმავლობაში არ შლიდნენ. ხშირ შემთხვევაში ის ტილების ბუდედ იქცეოდა, რაც სიკვდილის მიზეზიც კი ხდებოდა. ტილებისგან შეწუხებული არისტოკრატები, თავის მოსაფხანად სპეციალურ ჯოხებს იყენებდნენ. აბრეშუმის ქვედა საცვლების გაჩენის მიზეზადაც შეიძლება ტილი მივიჩნიოთ - პრიალა ზედაპირზე პარაზიტებს მოჭიდება უჭირდათ.

მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, როცა საბოლოოდ დადგინდა ბაქტერიისა და ჭუჭყის "წვლილი" დაავადებების განვითარებაში, დაბანამ რეგულარული სახე მიიღო. ანტიპერსპერანტი, რომელიც ოფლის გამოყოფას შეამცირებდა, მხოლოდ 1903 წელს გამოიგონეს.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ეკა მელიქიძემ

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?