რა სარგებლობა მოაქვს ნაგავს?

რა სარგებლობა მოაქვს ნაგავს?

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში დასუფთავების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით, არაერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება იყო მიღბული, თუმცა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.

ქუჩაში დღესაც ხშირად შეხვდებით დაყრილ ნარჩენებს. აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულის და ხილის ნარჩენების გახრწნას ერთი თვე სჭირდება, მუყაოს კოლოფს სამი თვე, ჩვეულებრივი ქაღალდის გახრწნას 2 წელი, თუნუქის ქილას 10 წელი, ალუმინის ქილას კი 500 წელი. გარდა იმისა, რომ ნაგავი ქუჩების იერსახეს ამახინჯებს და ანტისანიტარიას იწვევს, იგი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანოც აღმოჩნდეს.

Allnews.ge დაინტერსდა მსოფლიოში ნაგვის გადამუშავების რა პრაქტიკა არსებობს და ფიქრობენ თუ არა ამაზე საქართველოში.

როგორც გავარკვიეთ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნაგვის გადამუშავების პრაქტიკა უკვე დამკვირდებულია. ნაგავს ბევრ ქვეყანაში სხვა დანიშნულებაც მოუძებნეს და სასათბურე მეურნეობაში სასუქად იყენებენ, მისგან გამომუშავებული გაზით კი სათბურებს ათბობენ.

გადამუშავებული ნაგვისგან, ახალი ნივთების გაკეთებაც შესაძლებელია, ამის შესანიშნავი მაგალითია იაპონია განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს