აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ინტელექტს აჩლუნგებს

აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ინტელექტს აჩლუნგებს

ჯონ ჰოპკინსის და ნებრასკას უნივერსიტეტების მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ინტელექტის კოეფიციენტზე ახდენს გავლენას. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანის ინტელექტის მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებს.

მეცნიერებმა ვირუსი ხელოვნურად შეუყვანეს თაგვებს და ამის შემდეგ მღრღნელებმა დაკარგეს იმ ლაბირინთებში ნავიგაციის უნარი, რომლებშიც მანამდე ადვილად აგნებდნენ გზას. ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც ვირუსი თაგვების ორგანიზმს დაეუფლა, მათი გონებრივი შესაძლებლობები შემცირდა.

ჯერჯერობით უცნობია ვირუსის სახელი, წარმოშობა, არის თუ არა გადამდები და ა.შ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს