რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა

რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა

ალ ბილეკი, რომელიც 1943 წელს ლეგენდარული ფილადელფიური ექსპერიმენტის მონაწილე გახლდათ, დროში საკუთარი მოგზაურობის შესახებ ყვება. ამერიკელის თქმით, მან 2137 წელს ექვსი კვირა იცხოვრა, ხოლო ორი წლით 2749 წელში მოხვდა.

მამაკაცმა 1943 წელს აღწერა მომავლის მოვლენები, რომლებიც დღეს უკვე რეალობად იქცა. ბილეკი ირწმუნება, რომ რვა ასწლეულის შემდეგ პლანეტაზე სოციალისტური წესრიგი დამყარდება სახელმწიფოს გარეშე, კლიმატურ ცვლილებებს კი კატასტროფული შედეგი ექნება.

იხილეთ ვიდეო

დროში გადაადგილება

1943 წლის 30 აგვისტოს ალი გემზე იმყოფებოდა, რომელიც იმავე დღეს გაქრა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ხომალდის მაგნიტიზმის შემცირება, ბილეკმა გონება დაკარგა და 2137 წელს გაიღვიძა. იქ ექიმები მას მიღებული რადიაციისგან კურნავდნენ. ექიმები სინათლის ვიბრირებად ხელსაწყოს იყენებდნენ, რომელმაც სრულად გამოაჯანმრთელა პაციენტი.

აღმოჩნდა, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები 2025 წელს დაიწყო და ჩვენი პლანეტა ამოუცნობ მდგომარეობამდე გარდაქმნა. მსოფლიო ოკეანის დონე იმდენად აიწია, ამერიკის შტატი ფლორიდა მთლიანად დაიტბორა. მდინარეები შეერთდნენ. ამერიკის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

ახლოვდება მესამე მსოფლიო ომი

2137 წელს ბილეკის თქმით, ამჟამინდელი ამერიკის ტერიტორიაზე ლოკალური საომარი მდგომარეობაა, ამასთან, ამერიკის ცენტრალური მმართველობა აღარ იარსებებს.

ადამიანები შეძლებენ შექმნან ხელოვნური პოლუსის სტრუქტურა, რომელიც აღმოფხვრის შერეული მაგნიტური პოლუსების კატასტროფას. კატაკლიზმების, მესამე მსოფლიო ომის და ახალი დაავადებების გამო პლანეტის მოსახლეობა 300 მილიონ ადამიანამდე შემცირდება.

მალე დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, სადაც რუსეთი და ჩინეთი იბრძვის ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელნი დამარცხდებიან, განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, შტატები შეწყვეტს არსებობას. ამ ომში გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, თუმცა ინოვაციური ტექნოლოგიები დედამიწის რადიაციისგან გათავისუფლებას მოახერხებენ.

კიდევ უფრო შორეულ მომავალში

ამერიკელი ირწმუნება, რომ შემდეგ 2749 წელში მოხვდა, სადაც მსოფლიო ოკეანეზე გადაადგილებადი ქალაქები ნახა. მსოფლიოს მართავდა კომპიუტერი, რომლის ინტელექტუალურმა შესაძლებლობებმაც გადააჭარბა მთელი კაცობრიობის ჯამურ ინტელექტს. განვითარდა ტელეპათია. სახელმწიფოები გაქრნენ, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიეს, მოახერხეს ერთად ცხოვრება. მსოფლიოს მოწყობის სტრუქტურა სოციალისტურია - ყველა ადამიანს ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა.

ალ ბილეკმა არ იცის, როგორ მოხვდა მომავალში და არც ის, როგორ მოახერხა უკან დაბრუნება. ბილეკის მონათხრობს ბევრი ცინიკურად უყურებს, თუმცა ის ყველას აფრთხილებს, რომ მომავლის შეცვლა შესაძლებელია, საჭიროა ავირიდოთ თავიდან გლობალური კონფლიქტები და მოვუფრთხილდეთ პლანეტას.

მომზადებულია liveinternet.ru-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ