უცოლო მილიარდერები

უცოლო მილიარდერები

მარტში "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებული მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში 1 810 მილიარდერია. რეიტინგის უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული მილიარდერია, თუმცა ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელთა შორის რამდენიმე ჯერაც დასაოჯახებელია.

სერგეი ბრინი

"გუგლის" დამაარსებელი 42 წლის სერგეი ბრინი 36,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. "ფორბსის" რეიტინგში ბრინი მე-13 პოზიციაზეა.

2013 წელს დასავლური ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ ამერიკელ მილიარდერს "გუგლის" ახალგაზრდა თანამშრომელთან ჰქონდა რომანი, რის გამოც 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს ანა ვოიცეკს დაშორდა. ეს უკანასკნელი "გუგლის" რეკლამისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტის სიუზან ვოიცეკის და გახლავთ.

სერგეი ბრინსა და მის ყოფილ მეუღლეს რამდენიმე ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი აქვთ, მათ შორის საკუთარი საქველმოქმედო ფონდი "ბრინ-ვოიცეკის ფონდი", რომელიც უწინდებურად აგრძელებს მუშაობას.

ევან შპიგელი

ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 25 წლის ასაკში 2,1 მილიარდი დოლარის მფლობელია. შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპულარული სერვისი Snapchat დაარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.

გავრცელებული ინფორმაციით, ევან შპიგელი მსახიობ ორლანდო ბლუმის ყოფილ მეუღლეს, მოდელ მირანდა კერის ხვდება, რომელიც "ფორბსის" რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღურებადი მოდელია. მირანდა კერის შემოსავალი 5,5 მილიონი დოლარია განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს