"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან

"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან

მსოფლიო შოუბიზნესს კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი შეემატა. როგორც E! News წერს "მის სამყარო 2015"-ის გამარჯვებული პია ალონსო ვურცბახი და პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად დასახელებული მიხაილ ვარშავსკი ერთმანეთს ხვდებიან.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები ერთი თვის წინ გაჩნდა პრესაში, როცა პაპარაცებმა მია და მიხაილი ნიუ-იორკის რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს. პირველად ექიმი გამოუტყდა მედიას, რომ ულამაზეს ფილიპინელს ხვდება, მოგვიანებით კი პიამ ურთიერთობის სტატუსი შეცვალა ფეისბუქზე.

ვურცბახმა სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტული 20 დეკემბერს ლას-ვეგასში, საკმაოდ სკანდალურად მოიპოვა. ალბათ ყველას გახსოვთ ინციდენტი, როცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი თავდაპირველად 21 წლის კოლუმბიელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი და რამდენიმე წუთში ტიტული მის ჭეშმარიტ მფლობელს ფილიპინელ პიას გადასცეს.

რაც შეეხება მიხაილ ვარშავსკის, ნიუ ჯერსელი ექიმი ინსტაგრამზე ძალიან პოპულარულია და ქალები პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარებენ. მან ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულსაც ექიმთან რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობა მიეცემოდა. აუქციონის დროს შეგროვილი ფული საქველმოქმედო ფონდს გადაეცა, რომელიც სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს უწევს ფინანსურ დახმარებას.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს